ჟიულ ამედე ბარბე დ’ორვილი – „ეპიზოდი”
მომხიბლავი ილუზიების ტყვეობაში მყოფი რომანტიკოსი ფრანგი მწერალი,პუბლიცისტი და პოეტი - ჟიულ ამედე ბარბე დ’ორვილი (1808-1889 წლები),რომელმაც თავისი შეგნებული ცხოვრების უმეტესი ნაწილი წითელსარჩულიან მანტოში გაატარა,უკიდურესად გაღატაკებული არისტოკრატი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) „უცხო ქვეყანაში”,ანუ ილუზიების სფეროში მაცხოვრებელი ლიტერატორის ბინა ბევრად უფრო ბუნაგს წააგავდა,ვიდრე საცხოვრებელ სახლს.იმ სახლს,რომელშიაც სხვა აუცილებელ საყოფაცხოვრებო ნივთებზე რომ არაფერი ვთქვათ,ერთი სკამიც კი არ იდგა.მიუხედავად ამისა,დ’ორვილი მაინც ხშირად იწვევდა თავისთან სტუმრებს,რომელთა წინაშეც იგი ამაყ პოზას იღებდა ხოლმე და წარმოთქვამდა: „ – ბოდიში,ბატონებო,ხალიჩები და ავეჯი მამულში მაქვს გაგზავნილი…” – ეს კი,როგორც ხვდებით,ფრანგი მწერლის მხოლოდ და მხოლოდ მომხიბლავ ილუზიას წარმოადგენდა და სხვა არაფერს! რადგანაც სინამდვილეში მას არა ებადა რა. – (ავტორი გენია.ჯი)