შარლ პიერ ბოდლერი – „იყავით მთვრალი!”

„დღე და ღამ იყავით მთვრალი, იყავით მთვრალი, რომ არ განიცადოთ დროის შეუბრალებელი სიმძიმე, რომელიც გაწევთ მხრებზე და ამის გამო გართხმული ხართ მიწაზე… (იყავით მთვრალი). მაგრამ რით? – ღვინით, პოეზიით, ან სიკეთის სილამაზით, სულერთია, რითაც გინდათ, ოღონდ იყავით მთვრალი. და თუ ხანდახან სახლის საფეხურებზე ან ხეობის მწვანე მოლზე ყრუ მარტოობაში თქვენი არსებობისა – ერთი წამით გამოფხიზლდებით და შეამჩნევთ, რომ სიმთვრალე ნელდება ან სულაც ქრება, – ჰკითხეთ ქარს, ტალღებს, ვარსკვლავებს, ფრინველებს, საათებს – ყველაფერს, რაც ფრენს, კვნესის, მიჰქრის, მღერის ან ლაპარაკობს, – ჰკითხეთ,რომელი საათია? – და… ქარი, ტალღა, ვარსკვლავი, ფრინველი თუ საათი გიპასუხებთ:

- თრობის საათია.

მაშ, იყავით მთვრალი, რომ არ იქცეთ დროის მონებად… იყავით მთვრალი განუწყვეტლივ – ღვინით, პოეზიით, სილამაზით თუ რითაც გნებავთ…” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>