„დამაკვირდი”

1. „კეთილი საქმეებისათვის საიქიოს ცხონდები,ავისათვის კი სააქაოს მოგეზღვება”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. „ვინც პირველად ქალი ვარდს შეადარა,გენიოსი იყო,ვინც მეორედ – ბრიყვი”. – ჰაინრიხ ჰაინე

* * *

3. „კატამ რომ იადონი გადაყლაპოს,მომღერალი მაინც ვერ გამოვა”.

* * *

4. „ვინც საქმეს თავის დროზე გვერდს აუვლის,ხშირად ხელცარიელი რჩება,რადგან ღმერთები მოკვდავს დიდ მოწყალებას სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ გადმოუგდებენ”. – ლიონ ფოიხტვანგერი

* * *

5. „საყოველთაო ნგრევისა და დავიწყების მიუხედავად,ბოროტება კვლავინდებურად შეუმუსვრელია და დაუძლეველი,ვინაიდან მას თვით ადამიანის ბუნებაში აქვს ფესვი გადგმული.ასე რომ,თავიდან მეორდება იგივე პროცესი,რომელიც ამდენი მსხვერპლის ფასად,ეს-ესაა უკან მოიტოვა კაცობრიობამ; მეორდება და გრძელდება მანამ,სანამ მთელი სინამდვილე ხელმეორედ არ აივსება კაცთა სიავით და სანამ ახალი კატასტროფა არ გაწმენდს სიბილწეში ჩამყაყებულსა და ბოროტების მორევში დანთქმულ სამყაროს…” – ბაჩანა ბრეგვაძე – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. „ერთი და იგივე არ არის – ადამიანი სისხლისაგან წვეთ-წვეთად დაიცლება,თუ ჭკუა-გონება ფიქრ-ფიქრად წაერთმის?” – ვიქტორ-მარი ჰიუგო

* * *

7. „ვფიქრობ,იმას უნდა დავეყრდნო,რასაც გული მიკარნახებს და არა გონება,რადგან,რა ვქნა,გონებას ვერ ვენდობი”. – უილიამ ფოლკნერი

* * *

8. „რა ფასი აქვს მშობლის ისეთ სიყვარულსა და მოფერებას,თუ თავისი სინაზით ავ სენსა ჰყრის საკუთარ შვილს”. – ოთარ ეგაძე

* * *

9. „მჩაგვრელი ნილოსზე არ შეიძლება იყოს განმათავისუფლებელი დუნაიზე”. – შტეფან ჰაიმი

* * *

10. „ადამიანები ყოველთვის ბოროტნი არიან,თუკი აუცილებლობა არ აიძულებთ სიკეთის გზა აირჩიონ”. – ნიკოლო მაკიაველი – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>