ხორხე ლუის ბორხესის შესახებ…

„დიდება ისევეა, როგორც სიბრმავე. ისიც თანდათანობით მოვიდა ჩემთან. მე არასოდეს მიძებნია იგი”. – სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე წერდა თვალში სინათლე დაშრეტილი დიდი არგენტინელი პროზაიკოსი,პოეტი და პუბლიცისტი – ხორხე ლუის ბორხესი (1899-1986 წლები),რომელმაც ოცდაათი ლექსისაგან შემდგარი თავისი სადებიუტო ლექსების კრებული,სახელწოდებით „ბუენოს-აირესის პაპანაქება” 1921 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდგომ გამოსცა მამის მიერ ნასესხები 300 პესოთი. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც კრებულის გამოცემიდან ერთ წელიწადში ახალგაზრდა ლიტერატორის მხოლოდ და მხოლოდ 27 წიგნის ეგზემპლარი იქნა გაყიდული,ბორხესს დედამ სარკაზმით უთხრა -„ხომ ხედავ,ხორხე,შენ ხდები სახელგანთქმული პოეტიო”.მიუხედავად ამისა,ლიტერატურულ ასპარეზზე ახლდაფეხშებიჯებულ ხორხეს ხელები მაინც არ ჩამოუშვია და საბოლოო ჯამში შეიმოსა კიდეც დიდების ლიტერატურული შარავანდედით.დროთა განმავლობაში ბორხესმა იმდენად გაითქვა სახელი,რომ მის შესახებ არგენტინაში გამოცემულ ენციკლოპედიაში სტატიაც იქნა დაწერილი.არგენტინელი ლიტერატორის სახელი ასევე ცნობილი იყო ქვეყნის კონსერვატიული ხედვების მქონე პოლიტიკოსის – ხუან დომინგო პერონისთვისაც,რომელიც ხელისუფლებაში 1946 წელს მოვიდა.ბორხესი პერონს იმთავითვე ცალსახად აკრიტიკებდა და მას ყალთაბანდად და „მეძავის ქმრად” მოიხსენიებდა.ამის საპასუხოდ ბიბლიოთეკარი ლიტერატორი კულტურულ ცხოვრებას ფაქტობრივად ჩამოაშორეს და ისეთ სამსახურში გადაიყვანეს (ქალაქის ბაზრებში ქათმებითა და კურდღლებით ვაჭრობის ზედამხედველი ინსპექტორი),რომელიც აშკარად არ შეესაბამებოდა მის მოღვაწეობას.მიუხედავად ამისა, „იატაკქვეშეთში” გადასული ბორხესი არგენტინელი ლიტერატორების მიერ მაინც იქნა არჩეული არგენტინის მწერალთა კავშირის პრეზიდენტად.მას შემდეგ,რაც „არგენტინის დედად” წოდებული პერონის მეუღლე – ევიტა პერონი გარდაიცვალა,მან კატეგორიული უარი განაცხადა მწერალთა კავშირის შენობა პრეზიდენტის გარდაცვლილი მეუღლის პორტრეტით შეემკოთ.

სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მყოფმა ბორხესმა პოლიტიკის მიმართ საერთოდ დაკარგა ინტერესი. 1979 წელს მას ყველაზე პრესტიჟული ესპანურენოვანი ლიტერატურული ჯილდო – „სერვანტესის პრემია” გადაეცა,თუმცა  კომუნიზმის მოძულე ლიტერატორს არ მინიჭებია ნობელის პრემია,რის უმთავრეს მიზეზადაც ჩილეს სისასტიკით სახელგანთქმულ დიქტატორთან – აუგუსტო პინოჩეტთან მის მეგობრობას ასახელებენ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>