ლუდოვიკო არიოსტო – „ეპიზოდი”
თუკი „დაფნის გვირგვინის” დიდების სიმბოლოთი მხოლოდ იმიერში გარდასული გენიალური იტალიელი პოეტის – დანტე ალიგიერის კუბოში ჩასვენებული თავი შეამკეს იტალიელებმა (ასეთივე სახით დაკრძალეს იგი),სიცოცხლეში ამ უდიდესი პატივით იტალიელების მიერ დაჯილდოებული იქნა აღორძინების ეპოქის უდიდესი იტალიელი პოეტი და დრამატურგი – ლუდოვიკო არიოსტო (1474-1533 წლები).როგორც არიოსტოს ბიოგრაფები გვამცნობენ,მას შემდეგ,რაც სახელგანთქმული პოემის – „შმაგი როლანდის” ავტორის თავი დაფნის გვირგვინით შეუმკიათ,იგი იმდენად აღუფრთოვანებია ამ განუზომელ პატივს,რომ ქალაქის ქუჩებში მთელი დღის განმავლობაში გიჟივით ურბენია. – (ავტორი გენია.ჯი)