იცით თუ არა,რომ
1. დიდმა ირლანდიელმა მწერალმა – ჯონათან სვიფტმა სიკვდილის წინ – 11 000 გირვანქა-სტერლინგი ფსიქიკურად დაავადებულებს უანდერძა. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ებრაული წარმომავლობის მქონე სახელგანთქმული უნგრელი მწერალი,ექიმი და მსოფლიო სიონისტთა ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური წევრი – მაქს ნორდაუ უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა სახელმოხვეჭილ პოეტებს და მათ – დეგენერატებად და მანიაკებად მოიხსენიებდა.გენიალური ფრანგი პოეტის – შარლ ბოდლერის შემოქმედების შესახებ კი აცხადებდა – „ბოდლერის პოეზია მაკაკასავით იჭყანებაო”.
* * *
3. XVI საუკუნის გენიალური იტალიელი პოეტი – ტორკვატო ტასო ხშირად ესაუბრებოდა საკუთარ თავს,რის გამოც თავადაც აღიარებდა,რომ მას – შეშლილად მიიჩნევდნენ.
* * *
4. მემფისის აპოლონის ტაძარში განთავსებული გახლდათ ქალღმერთ – ისიდას პირბადეჩამოფარებული ბიუსტი,რომელზედაც შემდეგი სახის წარწერა იყო გაკეთებული: „მე ვარ ის,რაც იყო,რაც არის და რაც იქნება.ჯერ არავის აუხდია ჩემთვის პირბადე…”
* * *
5. გალაკტიონი,რომელსაც ჭეშმარიტი პოეტებით აღტაცება ჩვეოდა ხოლმე,როდესაც ვინმე მასთან საუბრისას მის საყვარელ პოეტს ახსენებდა,ქუდს ჰაერში ისროდა და იტყოდა: „ – აუჰ,გენიოსია,ძამიკო,ნამდვილი გენიოსიო…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. 1956 წელს, წითელი არმიის ქვედანაყოფების მიერ უნგრელი ხალხის მიერ განხორციელებული აჯანყების განსაკუთრებული სისასტიკით ჩახშობამ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ერთობ მტრულად განაწყო ისეთი დიდი ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი,როგორიც გახლდათ – ჟან-პოლ სარტრი,რაც მან საჯაროდაც დაადასტურა არაერთხელ.
* * *
7. სასიქადულო ქართველი მამულიშვილისა და პედაგოგის – იაკობ გოგებაშვილის უერთგულეს მსახურს – იაკობ გულუაშვილი წარმოადგენდა.
* * *
8. „ქათიბი” – არაბული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და მწერალს აღნიშნავს.
* * *
9. მას შემდეგ,რაც ადოლფ ჰიტლერს მიხეილ ჭიაურელის მიერ 1943 წელს გადაღებული ქართული (იმ პერიოდისათვის საბჭოთა) მხატვრული ფილმი – „გიორგი სააკაძე” უნახავს,ჩაფიქრებულს განუცხადებია: „რუსები არმიებს მალავენო”.
* * *
10. სტრაბონის გადმოცემის თანახმად, ძვ.წ.აღ-ით II საუკუნის საბერძნეთში მონათა და ღარიბთა აჯანყების ბელადი – არისტონიკე,თანამებრძოლებს – „ჰელიოპოლიტებს” ანუ – „მზის სახელმწიფოს მოქალაქეებს” უწოდებდა. – (ავტორი გენია.ჯი)