სპეციალური დრესკოდი
კათოლიკური ეკლესიის საჭეთპყრობელთან – რომის პაპთან ოფიციალური შეხვედრის შემთხვევაში მანდილოსნებისათვის (მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური ფიგურებისთვისაც) მოქმედებს სპეციალური დრესკოდი (ჩაცმის დაწესებული სტილი). (ავტორი გენია.ჯი) ასეთი მიღების დროს მანდილოსანი ვალდებულია შემოსილი იყოს გრძელმკლავიანი შავი ფერის კაბით,ხოლო თავსაბურავად კი გამოიყენებული ჰქონდეს შავი ფერის – მანტილია.სპეციალური დრესკოდის ტრადიციამ სათავე ჯერ კიდევ მაშინ აიღო,როდესაც დედამიწაზე არსებულ ქვეყნებში მონარქიული რეჟიმები იყვნენ გაბატონებული.თუმცა კი არსებობს ისეთი შემთხვევაც,როდესაც ამ მკაცრი ტრადიციისათვის გვერდის ავლაა შესაძლებელი: რომის პაპთან ოფიციალური შეხვერდისას თეთრი სამოსითა და თეთრი მანტილიით გამოჩენის უფლება ენიჭება მხოლოდ და მხოლოდ იმ დედოფლებსა და პრინცესებს,რომლებიც – კათოლიკეები არიან.მაგრამ ასეთი მოვლენა იშვიათობას წარმოადგენს,რადგან დღეისათვის ამ პრივილეგიით მხოლოდ შვიდი მანდილოსანი სარგებლობს მთელ მსოფლიოში. – (ავტორი გენია.ჯი)