ამონარიდები „ნალადიიარი”-დან
„მკვდართა თავის ქალები აფრთხილებენ ცოცხალთ და უტუჩო პირის კბილებდაკრეჭილი ღიმილით შეაგონებენ მათ: მტკიცედ დეგ ცხოვრების გზაზე,რადგან ხორციელი არსებობის ფასი მხოლოდ ეგაა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როგორც კი გაგიჩნდება უცოდველი გზით შეძენილი დიდი სიმდიდრე, – დახარჯე იგი,ჭამე და სხვებსაც გაუნაწილე”.
* * *
„დანიშნულ დროს ვერვინ გადავა: აქ არავინაა ისეთი,ვისაც ძალუძს დაუძვრეს,წაუვიდეს,გაექცეს სიკვდილს,ან მოინელოს იგი”.
* * *
„ჩაიხედე გულში და ჰკითხე საკუთარ თავს: რომ იშვებდი და იხარებდი,ნახე რაიმე სარგებელი? – ამის პასუხად მოგესმება ხმა – ჩაძირული ხომალდიდან გაგონილი კივილის მსგავსი”.
* * *
„ყოველდღე აღმოხდება ელვარე შარავანდით მზე,რათა მიითვალოს ჟამი თქვენის სიცოცხლისა. და ამიტომ,ვიდრე არ გასულა თქვენი ცხოვრება – კეთილი დათესეთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა ნათელი აღმოცენდება,წყვდიადი ქრება, – ასევე,მონანიების წინაშე ქრება ადრე ჩადენილი ცოდვა!”
* * *
„ძველ დროში იცოდნენ ბრძენთა,რომ შეუღლებას ბედშაობა მოჰქონდა და ამის გამო,ქორწინებასა და თავზარს ერთი სიტყვით გამოხატავდნენ”.
* * *
„ჭეშმარიტ მოთმინებას იგი გაამჟღავნებს,ვისაც მორჭმული აქვს ძალა ყველაფრის გადატანისა”.
* * *
„უბირი,უკეთუ მას შეეკამათები,სიტყვას გადაგისხვაფერებს,ამიტომ,მასთან კამათში შეუბმელად უკურიდება სიქველედ მიიჩნიე”.
* * *
„არამცთუ კაცის,პირუტყვის მიტოვებაც კი გულდასაწყვეტია”. – (ავტორი გენია.ჯი)