რას აღნიშნავდა თავდაპირველად სიტყვა – „რემონტი”?
სიტყვა - რემონტი (Remonte) – რომელიც თანამედროვე გაგებით წარმოადგენს რაიმე ობიექტისა თუ ნივთის შეკეთების და აღდგენის კომპლექსურ ღონისძიებას,ფრანგული წარმომავლობის მქონეა და აღნიშნავს რისამე შეცვლას,გამოსწორებას ან შევსებას. (ავტორი გენია.ჯი) პირველად აღნიშნული სიტყვა ლექსიკონში დამკვიდრებული იქნა XVIII საუკუნის დასასრულს და რაც ყველაზე საინტერესოა,არის ის,რომ საფრანგეთში იგი დაკავშირებული გახლდათ არმიასთან.კერძოდ კი კავალერიასთან. „გარემონტება” თავდაპირველად გულისხმობდა ფრანგული არმიის კავალერიაში ხანდაზმული ასაკის მქონე ცხენების ახალგაზრდა ცხენებით ჩანაცვლებას.კავალერიისათვის ახალი ცხენების შეძენას კურირებას უწევდნენ სპეციალურად შერჩეული ოფიცრები,რომელთაც – „რემონტიორებად” მოიხსენიებდნენ.დროთა განმავლობაში სიტყვა „რემონტმა” ახალი და ბევრად უფრო ფართო დანიშნულება შეიძინა და იგი დაზიანებულის აღდგენის,შეკეთებისა და რეკონსტრუქციის სინონიმად ჩამოყალიბდა. – (ავტორი გენია.ჯი)