პანტომიმა – „ეპიზოდი”

ელინისტური ხანის პონტოს სამეფში დიდი მოწონებით სარგებლობდა ვაკხური საბალეტო წარმოდგენები.თუმცა მათზე გაცილებით დიდი პოპულარობა გააჩნდა მითოლოგიურ პანტომიმებს.ისტორიკოსთა გადმოცემის თანახმად,პანტომიმური ცეკვები იმდენად ოსტატურად სრულდებოდა,რომ მას უაღრესად ღრმა აზრის ახსნა-განმარტებაც კი ძალუძდაო. (ავტორი გენია.ჯი) ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ერთ-ერთი პონტოელი დიდგვაროვანის სტუმრობა რომის ოდიოზ იმპერატორთან – ნერონთან.როდესაც ნერონმა საპატიო სტუმარს შესთვაზა საჩუქრად აერჩია ის,რაც რომში ყველაზე მეტად მოეწონებოდა,პონტოელ დიდებულს მხოლოდ ერთადერთი უსურვებია, – პანტომიმური მოცეკვავე უთხოვია მისთვის.ნერონი სტუმრის ესოდენ უცნაურმა თხოვნამ ძალიან გააოცა და როდესაც ჰკითხა მიზეზი,თუ რატომ აირჩია მან საჩუქრად პანტომიმის მოცეკვავე,სტუმრისაგან შემდეგი პასუხი მიიღო:

„მე მეზობლები მყავს ბარბაროსები,რომლებიც უცხო ენებზე ლაპარაკობენ.მთარგმნელის მოძებნა კი ჩვენში არც ისე ადვილი საქმეა.პანტომიმის მოცეკვავეს კი შეუძლია ჩემი ყოველი მოსაზრება განუმარტოს მათ თავისი ნიშნებით.აი,ამიტომაც მჭირდება ყველაზე მეტად იგი მე”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>