როგორ შეაძრწუნა შარლ პიერ ბოდლერმა „მაძღარი საზოგადოება”?
XIX საუკუნის მეორე ნახევრის პარიზში, „ქსავიე დე რიკარის” სალონში იმ პერიოდის „მაძღარი საზოგადოება” იყრიდა თავს. (ავტორი გენია.ჯი) იყო უმდიდრესი გარდერობის,ძვირფასი ქვებისა და შიშველი გულმკერდების გამოფენა,ფრანგული სამზარეულოს საოცრება,ერთი სიტყვით რომ ვთქვათ,ნამდვილი ელდორადო,სადაც ძვირადღირებულ ფრანგულ შამპანურთან ერთად უხვად იღვრებოდა ყალბი გრძნობები; გულისამრევი ქათინაურების კორიანტელი,შემაღონებელი მაამებლობა და ფარისევლური სახოტბო პოეზია სიყვარულისა და სიკეთის შესახებ…
ეგზომ „მაღალი საზოგადოება” დიდის ამბით ესწრაფვოდა,რომ თავიანთ ბუნაგში როგორმე შეეტყუებინათ „დემონურ გენიად” წოდებული სიმბოლიზმის ფუძემდებელი დიდი ფრანგი პოეტი – შარლ პიერ ბოდლერი (1821-1867 წლები),რომელიც რამდენჯერაც მიიწვიეს,მისგან არა მხოლოდ უარი,პასუხიც კი არ ღირსებიათ…
რამდენიმე ხანში მართლაც საოცრება მოხდა:
ხმა გავარდა,რომ სალონს ბოდლერი ესტუმრებოდა.დანიშნულ დღეს მთელმა „დიდმა პარიზმა” მოიყარა თავი.მოუთმენლები სადარბაზოს მაღალი მარმარილოს კიბეების ორივე მხარეს განლაგდნენ,მანდილოსნებმა ლორნეტები მოიმარჯვეს და…
შემოვიდა სკანდალურად ცნობილი გენიოსი-ბოდლერი: შავი,დაჭმუჭნილი და გახუნებული კოსტუმი,უზარმაზარი შავი ქუდი,ასეთივე შავი ყელსახვევი,თვალები ამღვრეული,ხელები ზურგზე დაწყობილი,ოდნავ წინ გადახრილი… აჰყვა კიბეებს,არც მარჯვნივ გაუხედავს,არც მარცხნივ,არც ვინმეს მისალმებია. (ავტორი გენია.ჯი) პალტო და ქუდი სადღაც მიაგდო და მაგიდასთან დაჯდა…
სხვებიც უმალვე შემოეწყვნენ სუფრას და დაიწყო: ჩვეულებრივი ქათინაურები,მლიქვნელობა,უაზრო ლაყბობა,ჭორები და ლექსები…
ამ დროს,ყველასათვის მოულოდნელად,ბოდლერი ფეხზე წამოდგა,ამღვრეული თვალებით მიაჩერდა გულისშემაღონებელ საზოგადოებას და ყრუ ხმით მიმართა:
- ბატონებო,გიჭამიათ თუ არა თქვენ ჩვილი ბავშვის ტვინი.აბა,სცადეთ,ბერძნული ნიგვზის გემო აქვს მას…
ეს წარმოთქვა თუ არა,ქუდს ხელი წამოავლო,დარბაზი გაიარა,კიბეები სწრაფად ჩაირბინა და ღამის სიბნელეს შეერია…
გენიოსი პოეტის მიზანი მიღწეული იქნა: „მაძღარი საზოგადოება,განებივრებული ქალბატონები და მუზებით მოვაჭრე პოეტები ერთი წამით მაინც შეაძრწუნა… – (ავტორი გენია.ჯი)