ივანე კრამსკოი – „მთვარიანი ღამე”
„მთვარიანი ღამე” – წარმოადგენს გენიალური რუსი ფერმწერის,გრაფიკოსისა და სამხატვრო კრიტიკოსის – ივანე კრამსკოის (1837-1887 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ ლირიკული სიუჟეტის მქონე დიდებულ სურათს. (ავტორი გენია.ჯი) ტილოს სიმაღლე – 178,8 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე – 135,2 სანტიმეტრი.აღნიშნულ სურათზე მუშაობა,რომელიც კრამსკოის შემოქმედების ყველაზე ლირიკული სიუჟეტის მატარებელ ნაშრომად იქნა მიჩნეული,ავტორმა 1879 წელს დაიწყო და 1880 წელს დაასრულა.თავდაპირველად,ხელოვანმა თავის ქმნილებას – „ბებერი ვერხვი” უწოდა,შემდეგ – „ჯადოსნური ღამე”,პერედვიჟნიკების მერვე გამოფენაზე კი,რომელიც სანკტ-პეტერბურგში 1880 წელს იქნა მოწყობილი,იგი დამთვალიერებელს პირველად „ღამის” სახელწოდებით გააცნო. (ავტორი გენია.ჯი) სურათის სიუჟეტი ასახავს მთვარის შუქის ფონზე,ვერხვების ქვეშ,ბაღის სკამზე მჯდომ ჩაფიქრებულ ახალგაზრდა ქალბატონს,რომლის მოდელადაც თავდაპირველად კრამსკოიმ ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის პირველი ვერსიის ავტორის – დიმიტრი მენდელეევის მომავალი მეუღლე – ანა პოპოვა გამოიყენა.მოგვიანებით,სურათის საბოლოო ვერსიის დასასრულს კი,იგი ჩანაცვლებული იქნა ცნობილი რუსი მეწარმის,მეცენატისა და კოლექციონერის – სერგეი ტრეტიაკოვის მეუღლით – ელენა მატვეევათი.
1880 წელს კრამსკოის ტილო – „მთვარიანი ღამე” შეძენილი იქნა თავად სერგეი ტრეტიაკოვის მიერ,რომელიც ცნობისათვის,საყოველთაოდ ცნობილი რუსი კოლექციონერის – პავლე ტრეტიაკოვის ძმას წარმოადგენდა. 1892 წელს,ანუ სერგეის გარდაცვალების შემდგომ,სურათი მისი ანდერძის თანახმად მოსკოვში განთავსებულ ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეას გადაეცა საჩუქრად,სადაც იგი დღემდეა დაცული. – (ავტორი გენია.ჯი)
ივანე კრამსკოი