დასაქმების უცნაური და ინოვაციური იდეა

მას შემდეგ,რაც 29 წლის ასაკში მყოფმა ერთ-ერთმა ნიდერლანდელმა გონიერმა ახალგაზრდამ – ჰენრიკ კ.-იმ სამსახურის ძებნაში რამდენიმე წელი უშედეგოდ დაკარგა,ერთობ უჩვეულო და ინოვაციური იდეა შეიმუშავა დასაქმებისა. (ავტორი გენია.ჯი) მის მიერ შეთავაზებული მომსახურება გათვლილი იყო იმ ადამიანებისადმი,რომელთათვისაც დაძინება განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენდა: ღამით იგი ჯდებოდა კლიენტის საწოლთან და იწყებდა ზღაპრებისა და საინტერესო ისტორიების მოყოლას, და ამას აგრძელებდა მანამ,სანამ მისი კლიენტი ღრმა ძილს არ მიეცემოდა.იმისათვის,რომ ჰენრიკს ჩაძინებული კლიენტი არ გაეღვიძებინა,გაწეული სამსახურისათვის გასამრჯელოს აღების სპეციალური სისტემაც კი შეიმუშავა: კლიენტის ბინაში პირადი საბანკო ანგარიშის გარდა მაგიდაზე ტოვებდა სპეციალურ ბლანკს,რომელზედაც მითითებული იყო იმ დროის ზუსტი ხანგრძლივობა,რა ხნის განმავლობაშიც აგრძელებდა ერუდირებული ახალგაზრდა ზღაპრებისა და საინტერესო ისტორიების თხრობას თავისი კლიენტებისათვის.გარდა გამოძახების თანხისა,თითოეული წუთი თხრობისა ჰენრიკის კლიენტებს – 1 ნიდერლანდული გულდენი უჯდებოდათ.ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ ესოდენ უჩვეულო პროფესიის მქონე ახალგაზრდის მუშაობის პრაქტიკაში არც ერთხელ არ დაფიქსირებულა ისეთი შემთხვევა,როდესაც კლიენტს მისთვის კუთვნილი თანხის ჩარიცხვა დაეგვიანებიოს მის პირად საბანკო ანგარიშზე. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>