უილიამ სომერსეტ მოემი – „ეპიზოდი”

დიდი ინგლისელი მწერლისა და დრამატურგის - უილიამ სომერსეტ მოემის (1874-1965 წლები) მამა,პროფესიით იურისტი – რობერტ ორმონდ მოემი (1823-1884 წლები) თავის მეუღლეზე – ედიტ მერი სნელზე (1840-1884 წლები) 17 წლით უფროსი იყო. (ავტორი გენია.ჯი) 1930-იანი წლების ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლიტერატორის ავტობიოგრაფიული ნარკვევიდან ვგებულობთ,რომ მამამისი ერთობ შეუხედავი,მახინჯი კაცი ყოფილა,ხოლო ედიტი კი,რომელიც ადრეულ ასაკში ტუბერკულოზს ემსხვერპლა,ძალიან ლამაზი ქალბატონი.აღნიშნულის გამო,მოემების წყვილს პარიზში „ურჩხული და მზეთუნახავი” უწოდეს და ძალიან უკვირდათ,რამ მოხიბლა რობერტში ეს მშვენიერი ქალი,რომელმაც მიუხედავად უამრავი თაყვანისმცემელისა,ქმრის ერთგულება სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე შეინარჩუნა.ერთ დღეს,ედიტს მისმა უახლოესმა მეგობარმა ქალმა – ლედი ენგლსმა ჰკითხა: „ – ასე ლამაზი ქალი ხარ და ამდენი თაყვანისმცემელიც გახვევია,მაშ რატომ ხარ ამ ჩია კაცის,შენი ქმრის ესოდენ ერთგული?” – რაზეც უილიამის დედამ ერთმნიშვნელოვნად უპასუხა: „ – ეს კაცი სხვა მამაკაცებისაგან განსხვავებით,არასოდეს შეურაცხყოფს ჩემს გრძნობებსო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>