ედგარ დეგა – „ეპიზოდი”

„მას რომ ტირანის ძალაუფლება ჰქონოდა,ალბათ ყველა პეიზაჟისტს დახვრეტდაო”. – ამბობდნენ დიდი ფრანგი მხატვრისა და იმპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის - ედგარ დეგას (1834-1917 წლები) შესახებ მისი თანამედროვეები. (ავტორი გენია.ჯი) და მართლაც,ბუნების მშვენიერების მიმართ უაღრესად გულგრილად განწყობილი ხელოვანი ძალიან ღიზიანდებოდა,როდესაც მას პეიზაჟისტებზე ჩამოუგდებდნენ სიტყვას. „ნუ მიხსენებთ მაგ ვაჟბატონებს,რომლებმაც მინდვრები თავიანთი მოლბერტებით ახერგეს.ისე ხატავენ ნატურიდან,თითქოს ხელოვნება პირობითობით არ ცოცხლობდესო”. – ასე განუცხადა მკაცრი ბუნებით ცნობილმა ხელოვანმა მორო-რელატონს მათ შორის გამართული ერთ-ერთი დიალოგისას.რენუარის,სისლეისა და მონეს შემოქმედებათა მიმართ კრიტიკულად განწყობილი დეგა,ყოველთვის დესპოტურად ექცეოდა ახლაგაზრდა მხატვრებს.ამიტომაც აღიარებდა სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე იგი: „მე ყველას მიმართ მკაცრი ვჩანდი,სიუხეშისადმი რაღაცნაირი მიდრეკილების გამო,რაც ჩემი ეჭვებით და ცუდი გუნებით იყო გამოწვეული.მე ვბრაზობდი მთელს ქვეყნიერებასა და საკუთარ თავზეო”.დიდი ფრანგი მხატვარი მარტოდმარტო ცხოვრობა,უოჯახოთ,ურიცხვი სურათებით,ესკიზებითა და ნახატებით გარემოცული.გააჩნდა უნიკალური ტილოების კოლექცია,ენგრით დაწყებული სეზანითა და გოგენით დამთავრებული.ერთობ საყურადღებოა ის გარემოება,რომ ბუნებისა და პეიზაჟისტების მიმართ ირონიული დამოკიდებულების მქონე ედგარდ დეგას საცხოვრებელ ბინაში,მას შემდეგ,რაც იგი გარდაიცვალა,აღმოჩენილი იქნა მხატვრის მიერ შექმნილი ზღვის პლაჟების მრავალი ეტიუდი,რომლებსაც ხელოვანი უახლოეს მეგობრებსაც კი უმალავდა,რაც თავის მხრივ,ნათლად მეტყველებს იმაზე,თუ როგორ აღიქვამდა სინამდვილეში მარტოხელა გენიოსი ბუნების ზღაპრულ მშვენიერებას. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>