იცით თუ არა,რომ
1. ვასილ ტაბიძის ოჯახში ვაჟის – გალაკტიონის დაბადება,ჭყვიშის ეკლესიის დარაჯმა ქართული ტრადიციის მიხედვით სოფელს დამბაჩის სროლით ამცნო და ახარა. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ნაპოლეონ I ბონაპარტის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა ნეოკლასიციზმის ფუძემდებელი დიდი ფრანგი ფერმწერი – ჟაკ-ლუი დავიდი,ხოლო ნაპოლეონ III ბონაპარტი კი გენიალურ ფრანგ მხატვარს – ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრს მფარველობდა.
* * *
3. დიდ ქართველ სასულიერო პირს,საზოგადო მოღვაწესა და ათონის ივერის მონასტრის წინამძღვარს – გიორგი მთაწმინდელს – „ათონური სალიტერატურო სკოლის მამამთავრად” მოიხსენიებენ.
* * *
4. უძველესი ეპოქების ეგვიპტესა და ჩინეთში – არწივს – „მზის სიმბოლოდ” მიიჩნევდნენ.
* * *
5. სახელოვან რუს მხატვარს – მიხეილ ვრუბელს იმდენად ძლიერ უყვარდა ოპერა,რომ საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მასთან ყოველდღიურად სანახავად მისული მეცო-სოპრანო მეუღლე – ტატიანა,ქმარს მისთვის საყვარელ არიებს უსრულებდა ამა თუ იმ ოპერიდან. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. საყოველთაოდ ცნობილ უნივერსალურ ინგლისურენოვან ენციკლოპედიაში – „ბრიტანიკაში” ლენინზე დაწერილი სტატიისატვის,ლევ ტროცკის ჰონორარის სახით – 106 ამერიკული დოლარი გადაუხადეს.
* * *
7. გუგულისნაირთა რიგის ფრინველის – გუგულის სიცოცხლის სტანდარტული ხანგრძლივობა 5 წლიდან 10 წლამდე მერყეობს.თუმცა დაფისირებულა ისეთი შემთხვევებიც,როდესაც ზოგიერთ ეგზემპლარს 40 წლამდეც უცოცხლია.
* * *
8. მეოცე საუკუნის გენიალური რუსი საოპერო მომღერლის – თედორე შალიაპინის „ვარსკვლავი” ჰოლივუდის დიდების ხეივანშია განთავსებული.
* * *
9. იურისტის პროფესიონალურ ლექსიკონში – 15 000-მდე სიტყვაა.
* * *
10. დედამიწის მაგნიტური ველი ჩვენს პლანეტას კოსმოსური სხივებისა და მზიური ქარებისაგან იცავს. – (ავტორი გენია.ჯი)