დუ ფუ – „ჭრიჭინა”

პატარა არის ძლივსშესამჩნევი,

თითქმის უჩინო ჭრიჭინობელი,

მაგრამ გულამდე აღწევს მისი ხმა

იდუმალი და გულთსამყოფელი.

* * *

ჭრიჭინებს იგი ტრიალ მინდორზე

და როს საღამო აკრეფს ნათელსა,

მოიკალათებს სადმე ოთახში,

რომ უგალობოს კაცთა ნათესავს.

* * *

და მე – სამშობლოს მოშორებული -

ვეღარ ვიკავებ ცრემლებს მდუღარეს:

თვალწინ დამიდგა შვილები,ცოლი -

ვიცი არ სძინავს ბედგაუხარელს.

* * *

არასდროს ისე გულს არ შეგიძრავს

სალამურის და სიმღერის განცდა,

ვით ეს პაწია,უჩინო მწერი

გვიან ღამით რომ უგალობს კაცთა.

კომენტარის დატოვება