ოსკარ კლოდ მონე – „ეპიზოდი”

ფრანგული იმპრესიონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი გენიალური ფრანგი მხატვარი - ოსკარ კლოდ მონე (1840-1926 წლები) მარტოობის მოყვარული ხელოვანი გახლდათ და ყოველთვის გაურბოდა მაღალი წრის საზოგადოებას. (ავტორი გენია.ჯი) თავისი ხედვის სისწორეში ღრმად დარწმუნებული გენიოსი,რომელიც ერთი შეხედვით,სერიოზული და სიტყვაძუნწი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა სხვებზე,არასოდეს იხრიდა ქედს არავის აზრის წინაშე.იგი იმ „ოსტატად” მიიჩნევდა საკუთარ თავს,რომელსაც ძალუძდა განეხორციელებინა ის,რის გაკეთებაც სხვათათვის შეუძლებელი რამ გახლდათ. 1868 წელს სალონმა მონეს მხოლოდ ერთი სურათი მიიღო,ხოლო 1869 და 1870 წლებში კი სალონებმა არც ერთი მისი ნამუშევარი აღარ გამოფინეს.აღნიშნულმა გარემოებებმა ფრანგი ხელოვანის მატერიალური მდგომარეობა იმდენადაც კი დაამძიმა,რომ,რამდენიმე ხნის განმავლობაში იგი მხოლოდ და მხოლოდ პურით იკვებებოდა და ისიც მაშინ,როდესაც თავისი ერთგული მეგობარი,დიდი ფრანგი მხატვარი – პიერ ოგიუსტ რენუარი მიუტანდა.გარდა ამისა,შემოქმედ გენიოსს არ გააჩნდა საღებავების საყიდელი ფულიც,რამაც მონე უკიდურეს სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა: ოსკარ კლოდ მონემ – თვითმკვლელობის ჩადენა სცადა.საბედნიეროდ,სუიციდის საშინელ აქტს მხატვარი გადაურჩა,რამაც თავის მხრივ,სახვითი ხელოვნების შემდგომ განვითარებაში განუზომლად დიდი წვლილი დაიდო. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>