თეთრი სპილო – „ეპიზოდი”
ბუდისტურ რელიგიაში,ხმელეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძუძუმწოვარი ცხოველი – სპილო,მტრედის მსგავსად – „მშვიდობის სიმბოლოდ” მიიჩნევა.ინდუსები თავიანთი სიბრძნის ღმერთს – განეშას სულაც სპილოს თავით გამოსახავენ. (ავტორი გენია.ჯი) აფრიკელი პიგმეები მიიჩნევდნენ,რომ მათი გარდაცვლილი ბელადების სულები სიკვდილის შემდეგ სპილოებში იდებდნენ ბინას.იყო პერიოდები,როდესაც ინდოეთში მობინადრე ყოველი სპილო რაჯების პირად საკუთრებას წარმოადგენდა.აი,ტაილანდის სამეფოში (სიამში) კი იმთავითვე განსაკუთრებული პატივით ეპყრობოდნენ – თეთრ (ალბინოს) სპილოებს,რომლებიც ბუნებაში ერთობ იშვიათ მოვლენას წარმოადგენენ.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ თეთრ სპილოზე ამხედრება არა მხოლოდ უბრალო მოკვდავებს ეკრძალებოდათ,არამედ თვით სიამის მეფეებსაც კი.ბუნების ამ საოცარ ქმნილებებს სიამელები საკვებს უზარმაზარი ოქროსა და ვერცხლის ჯამებით აწვდიდნენ,ხოლო სასმელ წყალს კი ზეთისხილის ოჯახის უმშვენიერესი მცენარის – ჟასმინის არომატით უჯერებდნენ.დღესდღეობით,ტაილანდის სამეფოში ალბინოსი სპილოების ფლობის უპირობო უფლება მხოლოდ და მხოლოდ მეფის პრივილეგიას წარმოადგენს. – (ავტორი გენია.ჯი)