„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ადამიანებს შორის დიდი განსხვავება არაა.ადამიანი არის ნარევი სიდიადისა და სიმცირისა,ბოროტებისა და სათნოებისა,კეთილშობილებისა და სიმდაბლისა.ზოგს უფრო მტკიცე ხასიათი აქვს ან უფრო მეტი საშუალება და ამა თუ იმ გზით გაცილებით მეტ გასაქანს აძლევს თავის ინსტიქტებს,მაგრამ პოტენციურად ყველა ერთი ერთია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სჯობია კაცი მელოტი იყო,ვიდრე ხუჭუჭა პარიკი ატარო”.
* * *
„ფარისევლობა ხარკია,რომელსაც ბოროტება უხდის სათნოებას”.
* * *
„საკუთარ ნაკლს თვალს ვარიდებთ,ხოლო როდესაც იძულებულები ვართ რაიმე შემთხვევის გამო ვაღიაროთ,ადვილად ვამართლებთ ხოლმე”.
* * *
„არ მესმის,როგორ უნდა დასდო მსჯავრი სხვას,როდესაც საკუთარ აზრებს გადახედავ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანმა რაც უნდა დიდი რამ შექმნას,მაინც ჩვეულებრივ ადამიანად რჩება”.
* * *
„ადამიანური სისუსტე კი არა,მისი სიმხდალეა აღმაშფოთებელი”.
* * *
„წარმოდგენის მცირე უნარი ხელს უშლის ადამიანს სხვისი თვალით შეხედოს ყოველივეს და უგუნურებაა აღგაშფოთოს ადამიანმა იმით,რომ მას ნაკლი გააჩნია”.
* * *
„სხვებისაგან ბევრს ნურასდროს მოელი”.
* * *
„სიკეთეზე მშვენიერი რამ არაფერი მეგულება ამ ქვეყანაზე”. – (ავტორი გენია.ჯი)