ალფრედ სისლეი წერდა…
„განა შეიძლება იხილოს ადამიანმა ზაფხულის ცაზე უფრო დიდებული და ამაღელვებელი ცა? – მე ვლაპარაკობ ლურჯ ცაზე,რომელზედაც თეთრი ღრუბლები დაცურავენ.რამდენი მოძრაობაა,როგორი სიცოცხლე! იგი ზღვის ტალღასავით გვაღელვებს და გვიზიდავს.მაგრამ არსებობს სხვა ცაც – უფრო მოგვიანებით ვხედავთ ხოლმე – საღამოს ცა.მისი ღრუბლები თანდათან გრძელდება და ზოგჯერ ისე გაწვება ცაზე,როგორც ნავის კიჩოს მიერ გავლებული კვალი.ასე გგონია,თითქოს ჰაერში გაირიგნდაო,მაგრამ მერე,მზის ჩასვლისას თანდათან უჩინარდება და ქრება.ესაა უფრო ნაზი,უფრო მელანქოლიური ზეცა; იგი რაღაც წარმავალისა და შორეულის მომხიბვლელობით არის აღსავსე და მე განსაკუთრებით მიყვარს იგი.მაგრამ მე არ ვაპირებ გიამბოთ ყოველნაირ ცაზე,რომელიც მხატვრებს უყვართ; მე მხოლოდ ისეთ ცაზე ვლაპარაკობ,რომელიც მე მიყვარს ყველაზე მეტად”. – (ავტორი გენია.ჯი)