ბო ძიუ-ი – „განშორების სიმწარე”

ვიდექით გზაზე მწვანე ტირიფებთან,

ვაცილებდი მიმავალთ შორეულ მხარეს.

მიბრუნდა ეტლი და გაჭენდნენ ცხენები

და მტვერი ავარდა იმ გზათა არეს.

აღარ შემინიშნავს გამოთხოვებისას,

სრულად მომწურვოდა ცრემლები მწარე -

სახლში დავბრუნდი და ცრემლი არა მქონდა,

რომ გადმოცვენოდათ თვალებს.

კომენტარის დატოვება