კამილ პისარო – „ეპიზოდი”
„მე ვიგრძენი,რომ მას შემდეგ,რაც თვალი ამეხილა,ჩემმა შეგნებამ თავისუფლება მოიპოვა”. – წერდა ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ფრანგი მხატვარი – ჟაკობ აბრაამ კამილ პისარო (1830-1903 წლები),რომელიც გადმოცემის თანახმად,იმდენად სათნო ადამიანი ყოფილა,რომ ჭიანჭველასაც კი არ დააბიჯებდა ფეხსო. (ავტორი გენია.ჯი) გვამცნობენ იმასაც,რომ ჩაგრულთა ჰუმანისტი გულშემატკივარი ხელოვანი,კეთილი,ერთგული მეგობარი და მომთმენი კაცი მორჩილად იტანდა პირად შეურაცხყოფას,მაგრამ სოციალური უსამართლობისა და უზნეობის წინააღმდეგ კი მკვეთრად იმაღლებდა ხმას და პროტესტის საჯაროდ გამოხატვას არ ერიდებოდაო.საკუთარი თავის მიმართ ერთობ შეუბრალებელი გახლდათ,მაშინ,როდესაც სხვათა მიმართ ყოველთვის შემწყნარებლობის განუმეორებელი გრძნობით იყო განმსჭვალული. 1880 წელს ერთ-ერთი ფრანგული ჟურნალი – „L’Artiste” მარტოობის მოყვარული გენიოსის შესახებ წერდა: „იგი ორმოცდაათი წლისაა,თავი მოციქულის თავს მიუგავს და ყოველთვის საქაღალდე აქვს იღლიაში ამოჩრილი.ამიტომაც ამბობენ მისი მისამართით: „სალამი მოსეს… მას თან მოაქვს სჯულის ფიცარი”. – (ავტორი გენია.ჯი)