მონუმენტი – „დედა-სამშობლო გვიხმობს!” – (ეპიზოდი)
სტალინგრადის სისხლისმღვრელ ბრძოლაში გმირულად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი გრანდიოზული მემორიალური კომპლექსის – „დედა-სამშობლო გვიხმობს!” აგების პროცესი თანამედროვე ვოლგოგრადში არსებულ მამაევის ყორღანის ტერიტორიაზე,სადაც 35 000 ჯარისკაცი განისვენებს, 1957 წელს დაიწყო საბჭოთა ხელისუფლებამ. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,მშენებლობა,რომელსაც თავდაპირველად სათავეში უდგა საბჭოთა კავშირის გმირი პოლკოვნიკი და მოქანდაკე – ევგენი ვუჩეტიჩი,რვა წლის განმავლობაში გაგრძელდა და ოფიციალურად გაიხსნა 1967 წელს.მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა ბეტონის სტაბილური მიწოდება,რათა მონუმენტის ფენების შუაგული საკმარისად მყარი ყოფილიყო.იმისათვის,რომ აღნიშნული პრობლემა ყოველმხრივ აღმოფხვრილიყო,ხელისუფლების უშუალო ბრძანებისთ,იმ ბეტონმზიდის მძღოლებს,რომლებიც მონუმენტის მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებულნი,უფლება მიეცათ საჭიროების შემთხვევაში დაერღვიათ საგზაო მოძრაობის წესები.მათ შორის,გაევლოთ შუქნიშნის წითელ ფერზეც.გარდა ამისა,ბეტონმზიდებს გაუკეთდა სპეციალური ფერის მქონე ლენტები,ხოლო საგზაო ინსპექციის თანამშრომლებს კატეგორიულად აეკრძალათ მათი გაჩერება. – (ავტორი გენია.ჯი)