იცით თუ არა,რომ
1. საკვირველია,თუმცა დადასტურებული ფაქტია,რომ დიდმა ძველ რომაელმა მწერალმა და სახელმწიფო მოღვაწემ – მარკუს პორციუს კატონმა,ბერძნული ენის შესწავლა – 80 წლის ასაკში დაიწყო. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. გენიალური ესპანელი მწერლის – მიგელ დე სერვანტესის მამა – როდრიგო დე სერვანტესი სმენადაქვეითებული იყო.
* * *
3. მას შემდეგ,რაც ხანდაზმულ ასაკში შესულმა სახელოვნამა ირლანდიელმა მწერალმა – ჯონატან სვიფტმა კიდევ ერთხელ გადაიკითხა მის მიერ ახალგაზრდულ წლებში დაწერილი „კასრის ზღაპრები”,წამოიძახა: „რა გენიალური ვყოფილვარ მაშინ!”
* * *
4. ისეთი დაკვირვებული ამერიკელი მწერალი,როგორიც – ჰენრი ჯეიმსი გახლდათ,ხანდახან მიუტევებელ გრამატიკულ შეცდომებს უშვებდა.
* * *
5. „მასში ბევრია პრაპორშჩიკის და ცოტა პეტრე დიდისო”, – ასეთი სახის ჩანაწერი გააკეთა რუსეთის მე-11 იმპერატორის – ნიკოლოზ I-ის შესახებ ალექსანდრე პუშკინმა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ბერძნულ მითოლოგიაში ტროას ომის ერთ-ერთი უმთავრესი გმირი – აქილევსი,თავისმა აღმზრდელმა კენტავროსმა პატარაობაში – დათვის ტვინითა და ლომის ღვიძლით გამოკვება.გარდა ამისა,მანვე შეასწავლა აქილევსს იარაღის ოსტატურად ხმარება,კეთილხმოვან კითარაზე დაკვრა და სიმღერა.
* * *
7. უნიკალური არქიტეტურის მქონე კიოლნის საკათედრო ტაძარი მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას 14 დაექვემდებარა დაბომბვას მოკავშირეების ავიაციის მხრიდან.საბედნიეროდ,დაბომბვებმა ამ შედევრ-ქმნილებას მცირეოდენი დაზიანება მიაყენა.
* * *
8. მეცნიერების მტკიცებით,ღამურები დედამიწაზე დაახლოებით – 65-100 მილიონი წლის წინათ გაჩნდნენ.
* * *
9. ესპანეთის სამსახურში ჩამდგარმა ამერიკის აღმომჩენმა იტალიელმა მოგზაურმა – ქრისტეფორე კოლუმბა სახელოვანი ექსპედიციიდან დაბრუნების შემდგომ ევროპაში პირველმა შემოიტანა არა მხოლოდ – სიმინდი,თამბაქო,პომიდორი და კარტოფილი,არამედ ისეთი ვენერიული დაავადებაც,როგორიც გახლავთ – სიფილისი.
* * *
10. „მეგობრობა იბადება იქ,სადაც საკეს სვამენო”, – ამბობენ თავიანთი ტრადიციული ალკოჰოლური სასმელის – „საკეს” შესახებ „ამომავალი მზის ქვეყნის” შვილები – იაპონელები. – (ავტორი გენია.ჯი)