იგნატიუს ლოიოლა – „ეპიზოდი”
კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილ იეზუიტთა ორდენის ბასკ ფუძემდებელს - იგნატიუს ლოიოლას (1491-1556 წლები) ახალგაზრდობაში თავისი გარეგნობით ერთობ მოჰქონდა თავი და იმ დროინდელი კეთილშობილი ყმაწვილი კაცის ცხოვრებასაც ერთობ აქტიურად ეწეოდა. (ავტორი გენია.ჯი) ეტანებოდა სუსტი სქესის წარმომადგენლებს და თამაშობდა აზართულ თამაშებს.როგორც მისი ბიოგრაფები ირწმუნებიან,იგი ხშირად უნახავთ,თუ როგორ აგორებდა კამათელს.თუმცა,მას შემდეგ,რაც ლოიოლა მონსერაში წავიდა და ცოდვები მოინანია,სარწმუნოებისაკენ მოქცეული იმდენად შეაწუხა განვლილ ცხოვრებაში ჩადენილმა ცოდვებმა,რომ სინდისის საშინელი ქენჯნის გამო თვითმკვლელობის ჩადენაც კი სცადა. – (ავტორი გენია.ჯი)