პიერ ოგიუსტ რენუარი – „ეპიზოდი”

„მე ისე ვიქცევი,როგორც მდინარეში გადასროლილი და დინებით წაღებული საცობი.ისე ვხატავ,როგორც ღმერთი მახატვინებსო”, – წერდა გენიალური ფრანგი მხატვარი,გრაფიკოსი და სკულპტორი - პიერ ოგიუსტ რენუარი (1841-1919 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ის რენუარი,რომელსაც 1864 წლამდე უკიდურესი სიდუხჭირის გამოისობით სასკოლო გარდერობიდან დროებით აღებული ძველი ტანსაცმელი ეცვა.ამიტომაც მოიხსენიებდა თავის დროზე მას,როგორც – „საცოდავ ბიჭს”,მხატვრის ერთ-ერთი მეგობრის – ჟიულ ლევერის და. რენუარს,რომელიც ჩაფიქრებულ,ოცნებაში წასულ და პირქუშ შთაბეჭდილებას ტოვებდა სხვებზე,ხატვის დროს სახე უნათდებოდა და სწორედ ასეთ პროცესში იწყებდა იგი სიმღერას,რომელიც სხვათა შორის,ძალიან კარგად ეხერხებოდა თურმე.

„ქალის მკერდი – ეს არის რაღაც მრგვალი და თბილი.ღმერთს რომ ქალის მკერდი არ გაეჩინა,მე ალბათ მხატვარი არ გავხდებოდიო”, – აღიარებდა ვნებიანი მხატვრული იმპულსის მატარებელი გენიოსი.თავის მხრივ კი,ხელოვანის ასეთმა შეხედულებამ კატრინ მანსფილდს რენუარის შესახებ თავის დღიურში ასეთი სახის ჩანაწერი გააკეთებინა: „მისი დამოკიდებულება ქალის სხეულისადმი – ესაა რაღაც დაუოკებელი გულისთქმა ბატკნის ხორცის მოზრდილი ნაჭრისადმიო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>