უილიამ სომერსეტ მოემის ნააზრევი…
„კაცმა არ იცის,როდის დაგჭირდება ერთი შეხედვით ვითომ სრულიად ზედმეტი ამბების ცოდნა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ მინდა ვინმემ იმაზე მეტი მომიზღოს,ვიდრე ვიმსახურებ”.
* * *
„ანატომიის გაკვეთილი გვასწავლის: არაფერია ისე იშვიათი,როგორც ნორმალური”.
* * *
„უფრო მტკიცე ხასიათი მაქვს,ვიდრე გონება, და მეტი გონება,ვიდრე განსაკუთრებული ნიჭი”.
* * *
„ფული მეექვსე გრძნობასავითაა,ურომლისოდაც დანარჩენ ხუთს სრულყოფილად ვერ გამოიყენებ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანები არასდროს ლაპარაკობენ თავისთვის ხმამაღლა”.
* * *
„მართლაც ზებუნებრივი ადამიანი უნდა იყო,რომ პატივისცემას არ დაემონო”.
* * *
„ცივილიზებულ საზოგადოებაში კაცის ინდივიდუალობა წაშლილია,რადგან სხვადასხვა ქცევის კანონებს ვემორჩილებით.კულტურა ნიღაბია,რომელიც ადამიანის სახეს მალავს”.
* * *
„მე უარი ვთქვი მესარგებლა იმ უხვი მომარაგებით,რომლის წყალობითაც საელჩოს თანამშრომლები სავსე მუცლით ემსახურებიან სამშობლოს”.
* * *
„კაცთა მოდგმის შესახებ ჩემს აზრს ორი სიტყვით მოგახსენებთ: გული კარგი აქვთ,მაგრამ თავი არ უვარგათ”. – (ავტორი გენია.ჯი)