ელ გრეკო – „ეპიზოდი”

https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4b/Julije_Klovic_2.jpg/1280px-Julije_Klovic_2.jpgამბობენ,ხელოვანს სიმდიდრე არ შეეფერებაო.ამ ქვეყნად უცხოვრიათ ისეთ ხელოვანებს,რომელთაც ნებსით თუ უნებლიეთ მანსარდებში,უკიდურეს სიღატაკეში გაულევიათ თავიანთი ცხოვრების დღენი,თუმცა ყოფილან ისეთებიც… (ავტორი გენია.ჯი) აი,მაგალითად,რენესანსის ეპოქის გენიალური ფერმწერი – ტიციანო ვეჩელი,ისევე როგორც სახვითი ხელოვნების ნიდერლანდელი ბუმბერაზი – პეტერ პაულ რუბენსი – მეფურად ცხოვრობდნენ; XVIII საუკუნის სახელოვან ინგლისელ მწერალსა და ბრიტანული კლასიციზმის უდიდეს ავტორს – ალექსანდრე პოუპს თავის უზარმაზარ ეზოში არა მხოლოდ ფრანგულ ყაიდაზე მოწყობილი დიდებული ბაღი,არამედ მასში ჩადგმული არქიტექტურული შედევრი – „გროტიც” გააჩნდა (საპარკო პავილიონი); დიდი შოტლანდიელი რომანტიკოსი მწერლის – სერ უოლტერ სკოტის მფლოფელობაში იმყოფებოდა შოტლანდიის საზღვარზე განთავსებული ისტორიული სასახლე – „აბოტსფორდი”… ფუფუნებისადმი განსაკუთრებული ტრფობით ასევე გამოირჩეოდა ბერძნული წარმომავლობის მქონე გენიალური ესპანელი მხატვარი,მოქანდაკე და არქიტექტორი – ელ გრეკოც (1541-1614 წლები),რომლის მიერაც ესკალონის ჰერცოგისაგან არენდით აღებულ 24 ოთახიან მდიდრულად მოწყობილ სახლში „დავანებული” იყო დიდებული ავეჯი,შესანიშნავი ხალიჩები,ლამაზი სურათები,ბრწყინვალე ბიბლიოთეკა და ბევრი სხვა ძვირფასი ნივთები.გარდა ამისა,ჰყავდა მრავალი მორჩილი მსახურიც.ის კი არა და, ფუფუნებისა და განცხრომის მოყვარულ ელ გრეკოს საკუთარი მისუკოსებიც კი ჰყავდა,რომლებიც ბატონს ყოველი სადილობისას ართობდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>