პოლ სეზანი – „ეპიზოდი”
„ყოველთვის,როდესაც იგი რომელიმე თავის მეგობარს ხატავს,ასე გგონია,თითქოს შურს იძიებს რომელიღაც ფარული შეურაცხყოფისათვისო”, – წერდა დიდი ფრანგი მწერალი – ემილ ზოლა გენიალური ფრანგი მხატვრის - პოლ სეზანის (1839-1906 წლები) შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) და მართლაც,საკუთარ სულში გამოკეტილ უდავო გენიოსს,რომელსაც ხშირად ტანჯავდა სევდის სასტიკი შეტევები,რამდენიმე „მეგობრად” წოდებული ადამიანი გამუდმებით უღვივებდა ეჭვს გულში მისი შემოქმედების სრულიად უაზრო და ჩლუნგი უგულებელყოფით.აღნიშნულმა გარემოებებმა სეზანი ღრმა დეპრესიაში ჩააგდო და ერთი პერიოდის განმავლობაში მართლაც შეიტანა ეჭვი თავის დიდებულ შემოქმედებით შესაძლებლობებში.ის კი არა და, სეზანმა რამდენჯერმე მარცხიც კი აღიარა იმ ადამიანებთან,რომლებიც სწორედ რომ ამის მიღწევას ცდილობდნენ.თუმცა,როდესაც მხატვარი საბოლოოდ გამოერკვა სიტუაციიდან,სასტიკი შემართებით შეუდგა დაძაბულ ბრძოლას იმ ადამიანების წინააღმდეგ,ვინც მის „კეთილისმსურველ მეგობრებს” წარმოადგენდნენ.ბრძოლის იარაღად კი ხელოვანმა ისევ და ისევ საკუთარი შემოქმედება გამოიყენა.მას შემდეგ,რაც იგი ღრმად დარწმუნდა საკუთარ შესაძლებლობებში,იფეთქა: „მე უკვე ვფიქრობ,რომ ყველაზე ძლიერი ვარ იმათ შორის,ვინც გარს მახვევია.ყოველ კანონპროექტში ორი ათასი პოლიტიკანი მაინც მონაწილეობს,მაშინ როდესაც სეზანი მხოლოდ ერთხელ იბადება ორას წელიწადში.ცოცხალ ფერმწერთა შორის მხოლოდ ერთია ნამდვილი მხატვარი და ეს – მე ვარ!” – (ავტორი გენია.ჯი)