საინტერესო სტატისტიკა ბიბლიოთეკების შესახებ…
ბიბლიოთეკების საერთაშორისო ასოციაციის – „International Federation of Library Associations and Institutions” მიერ XXI საუკუნის დასაწყისში ჩატარებული კვლევების შედეგად დადგენილი იქნა,რომ იმ პერიოდისათვის დედამიწაზე საერთო ჯამში – 569 600-მდე ბიბლიოთეკა ფუნქციონირებდა. (ავტორი გენია.ჯი) ყველაზე მეტი რაოდენობა ბიბლიოეთეკებისა,როგორც მოსალოდნელი იყო, „ბებერი” ევროპის კონტინენტზეა განთავსებული.მათი საერთო რაოდენობა 2005 წლის მონაცემების თანახმად – 400 000-მდე აღწევს (აქ მხედველობაში მიიღება სასკოლო,უმაღლესი სასწავლებლებისა და ფილიალების სახით არსებული ბიბლიოთეკები); ამ მხრივ,მეორე საპატიო ადგილს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი იკავებს,სადაც ბიბლიოთეკების რაოდენობა – 125 ათას აღემატება; ყველაზე ნაკლები რაოდენობით ეს დიდებული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებები აფრიკის კონტინენტზე გვხვდება,სადაც მისი რაოდენობა 1 200-ზე ოდნავ მეტია.კვლევების შედეგად ასევე დადგენილი იქნა,რომ მსოფლიოს მასშტაბით ბიბლიოთეკებში დასაქმებული გახლდათ – 807 000 ადამიანი; მათგან ყველაზე მეტი – 263 000 ბიბლიოთეკარი ჩრდილოეთ ამერიკაში არსებულ ბიბლიოთეკებში მუშაობს, 226 000 ევროპაში და 242 000 აზიაში; დედამიწაზე არსებულ ბიბლიოთეკებში დაცული წიგნების შესანახად კაცობრიობა ყოველწლიურად ათეულობით მილიარდ დოლარს ხარჯავს; მსოფლიოს ბიბლიოთეკებში განთავსებული წიგნის თაროების საერთო სიგრძე – 15 000 კილომეტრია; მათ შორის ყველაზე გრძელი წიგნის თაროები აზიის კონტინენტს გააჩნია – 9 000 კილომეტრამდე; (ავტორი გენია.ჯი) ჩრდილოეთ ამერიკა – 750 კილომეტრი; ევროპა – 350 კილომეტრი.ამ მხრივ ბოლო ადგილზე სამხრეთ ამერიკის კონტინენტია – 25 კილომეტრი; ჩვენი პლანეტის ბიბლიოთეკებში დაცულია 20 მილიარდზე მეტი წიგნი, 1,5 მილიარდი მიკრო-ფილმი და 10 მილიარდზე მეტი პერიოდული გამოცემები (ჟურნალ-გაზეთები); თუკი ყველაზე მეტი რაოდენობის წიგნის მოძიება ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზეა შესაძლებელი,პერიოდული გამოცემების რაოდენობის მხრივ პირველ ადგილს არავის უთმობს ევროპის ბიბლიოთეკები; ბიბლიოთეკების აბონენტების რაოდენობა დაახლოებით მილიარდ ადამიანს შეადგენს; მათგან ყველაზე დიდი რაოდენობა აბონენტებისა ევროპის ბიბლიოთეკებს სტუმრობს,შემდეგ მოდიან აზიისა და ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის ბიბლიოთეკები.
განსაკუთრებით სასიამოვნო,მრავლისმეტყველი და საინტერესოა,რომ „UNESCO Institute for Statistics”-ის მონაცემებით ერთ სულ მოსახლეზე ბიბლიოთეკებში დაცული წიგნების ყველაზე დიდი რაოდენობით – საქართველოა უპირობო ლიდერი ქვეყანა,რომელშიაც 1000 სულ მოსახლეზე – 16 335 წიგნი მოდის; მეორე ადგილზეა მონაკოს სამთავრო,სადაც 1000 მოსახლეზე – 9 781 წიგნი მოდის,მესამეზე კი ლიხტენშტეინი; ყველაზე მეტი რაოდენობით წიგნები გამოიცემა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოში; მათ კვალში უდგას ჩინეთი,გერმანია,იაპონია,ესპანეთი და რუსეთი.
მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი ციფრებისა, 2005 წლისათვის დედამიწაზე 771 მილიონი ადამიანი მოიძებნებოდა ისეთი,რომელთაც ელემენტარული განათლებაც კი არ ჰქონდათ მიღებული.ამ ხრივ „ლიდერობას” არავის უთმობს ინდოეთი,სადაც მოსახლეობის 34% განათლებას მოკლებულია. – (ავტორი გენია.ჯი)