ფრიდრიხ II დიდი – „ეპიზოდი”
„თუ გსურთ გაზეთი საინტერესო იყოს,იგი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაემორჩილოს და დაექვემდებაროს არავის ბრძანებას”. – თავის დროზე ბრძანა ჰოენცოლერნების დინასტიის წარმომადგენელმა პრუსიის მონარქმა – ფრიდრიხ II დიდმა (1712-1786 წლები). (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,როგორც აღმოჩნდა, „ბებერ ფრიცად” წოდებული ამ სიტყვის ავტორისათვის „საინტერესო გაზეთი” არ გამოდგა სახარბიელო რამ (როგორც სხვა მრავალი მმართველისათვის შემდგომში),რადგან სწორედ ფრიდრიხი გახლდათ პრუსიის ის პირველი მონარქი,რომელმაც ოფიციალურად შემოიღო სარედაქციო ცენზორის სამსახური ქვეყანაში. – (ავტორი გენია.ჯი)