ევდოკიმ ოგნევი – „ეპიზოდი”
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,მეფის რუსეთში 1917 წელს განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების დაწყების ნიშანი (ზალპი),რომელმაც უდიდესი ფსიქოლოგიური როლი იქონია ზამთრის სასახლის შტურმის წარმატებით განხორციელების პროცესში,მიცემული იქნა სანკტ-პეტერბურგში,კერძოდ კი მდინარე ნევაში მდგომი ბალტიის ფლოტის შემადგენლობაში შემავალი რუსული კრეისერიდან – „ავრორა”. (ავტორი გენია.ჯი) 1917 წლის 25 ოქტომბერს (ახალი სტილით 7 ნოემბერს) რევოლუციის დაწყების წინ კრეისერ ავრორას პირველმა კომისარმა – ალექსანდრე ბელიშევმა გასცა ბრძანება ზამთრის სასახლის შტურმის დაწყების მანიშნებელ სიმბოლოდ ხომალდის ქვემეხიდან განეხორციელებინათ ფუჭი გასროლა.მსოფლიო საკაცობრიო ისტორიისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი გასროლა კი,თავის მხრივ,განხორციელებული იქნა „ავრორას” რუსი რევოლუციონერი მატროსისა და სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილის – ევდოკიმ ოგნევის (1887-1918 წლები) მიერ,რომელიც აღნიშნული მოვლენიდან სულ რაღაც ექვს თვეში კაზაკების მიერ იქნა მოკლული ერთ-ერთი ბრძოლის მიმდინარეობისას.იგი დაკრძალული იქნა ხუტორი კაზაჩის ტერიტორიაზე არსებულ ძმათა სასაფლაოზე.მოგვიანებით,კომუნისტებმა ოგნევის სახელი ლენინგრადის ერთ-ერთ ქუჩას უწოდეს. – (ავტორი გენია.ჯი)
ალექსანდრე ბელიშევი (კრეისერ „ავრორას” პირველი კომისარი)
კრეისერი „ავრორა”