რა ფასად გაიყიდა ლევ ტოლსტოის ლიტერატურული მემკვიდრეობა?
გენიალური რუსი მწერლისა და მოაზროვნის – ლევ ტოლსტოის (1828-1910 წლები) გარდაცვალების შემდგომ,მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის შესყიდვის უფლების მოპოვებისათვის ბრძოლაში ორი გიგანტური რუსული გამომცემლობა – „ივანე დიმიტრის ძე სიტინის ამხანაგობა” და „ადოლფ თედორეს ძე მარქსის ამხანაგობა” ჩაერთო. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილი რუსი მეწარმე,გამომცემელი და განმანათლებელი – ივანე სიტინი (1851-1934 წლები) ფლობდა ისეთ პოპულარულ პერიოდულ გამოცემებს,როგორებიც გახლდათ – „Вокруг света”, „Искры” და „Русского слова”,ხოლო რუსი გამომცემლისა და პედაგოგის – ადოლფ მარქსის (1838-1904 წლები) მიერ დაარსებული ამხანაგობის მფლობელობაში კი იმყოფებოდა ყოველკვირეული გამოცემები – „для семейного чтения” და „Нива”.ამ ორმა გიგანტურმა საგამომცემლო სახლმა აქტიური მოლაპარაკებების წარმოება დაიწყო ტოლსტოის ქვრივთან – სოფია ბერსთან.ისინი გეგმავდნენ მწერლის სრული შემოქმედების როგორც ტომებად გამოცემას,ასევე რიგი ნაწარმოებების თავიანთ მფლობელობაში არსებულ ჟურნალებში გამოქვეყნებას,რაც საკმაოდ მახვილგონივრული კომერციული გათვლა გახლდათ. 1912 წლის იანვრის თვეში სიტინმა,იმისათვის,რომ ტოლსტოის ლიტერატურული მემკვიდრეობა შეეძინა სოფიასაგან და მათი გამოქვეყნების უფლება მიეღო სახელმწიფოსაგან, 250 000 მანეთის გადახდაზე განაცხადა თანხმობა.აღნიშნული თანხიდან ტოლსტოის ქვრივს მხოლოდ – 50 000 მანეთი ხვდებოდა წილად,რაზეც მწერლის ქვრივმა კატეგორიული უარი განაცხადა.ქალის უარმა სიტინს თანხის 300 000 მანეთამდე გაზრდა აიძულა.შესაბამისად,სოფიას წილი იმ პერიოდისათვის უზარმაზარ თანხამდე – 100 000 მანეთამდე გაიზარდა,რამაც იგი სრულიად დააკმაყოფილა. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ ამავე თანხის გადახდაზე დაყაბულდა „ადოლფ თედორეს ძე მარქსის ამხანაგობა”-ც.
აღნიშნული გარემოების გამო,ტოლსტოის შემოქმედების ხელში ჩასაგდებად ბრძოლა უკვე წესების გარეშე გაგრძელდა: სიტინი საიდუმლოდ დაუკავშირდა ბერსს და მას გარდა ოფიციალური თანხისა,კომპენსაციის სახით – 100 000 მანეთი აღუთქვა.მალევე,რუსი მწერლის სრული ლიტერატურული მემკვიდრეობა და მათი გამოქვეყნების უფლება „ივანე დიმიტრის ძე სიტინის ამხანაგობა”-მ შეიძინა 400 000 მანეთად,საიდანაც 100 000 პირადად ივანე სიტინის ფული იყო.რამდენიმე ხანში სიტინმა ტოლსტოის შემოქმედება 10 000-ანი ტირაჟით 20 ტომად გამოსცა,თუმცა აღნიშნული გამოცემა მდიდარი ილუსტრაციებისა და მაღალი ხარისხის გამოისობით ერთობ ძვირადღირებული იყო (თითოეული ტომი 50 მანეთი ღირდა).ამიტომ გამომცემელმა 24 ტომადაც გამოსცა ბევრად უფრო ხელმისაწვდომი (10 მანეთად) 100 000 ეგზემპლარი ტოლსტოის ნაწარმოებებისა.გარდა ამისა,გონიერმა სიტინმა მის მფლობელობაში არსებულ ჟურნალ-გაზეთებში დაიწყო მწერლის ქმნილებების თავებად გამოქვეყნებაც,რამაც თავის მხრივ,1914 წლისათვის მარტო „Русского слова”-ს ტირაჟი 263 000-მდე გაზარდა.შესაბამისად,კოლოსალურად გაიზარდა ივანე სიტინის შემოსავლებიც,რომელიც მან ლევ ტოლსტოის ლიტერატურული მეკვიდრეობის შეძენის შედეგად მიიღო. – (ავტორი გენია.ჯი)
ივანე სიტინი
ადოლფ მარქსი