მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯო – „ეპიზოდი”
„ყველაფერი,რაც ვიცი,ვისწავლე კარავაჯოს სურათების დათვალიერების შედეგად”. – ასე განაცხადა იტალიური წარმომავლობის მქონე დიდმა იტალიელმა კინორეჟისორმა – მარტინ სკორსეზემ ევროპის სახვითი ხელოვნების რეფორმატორად წოდებული გენიალური იტალიელი მხატვრის - მიქელანჯელო მერიზი დე კარავაჯოს (1571-1610 წლები) შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) 38 წლის ასაკში სიფილისის ვენერიული სენის მიერ ნამსხვრეპლი მეამბოხე სულის მქონე ხელოვანის ნეშთი 2014 წლის ივლისში მადლიერმა იტალიელმა ხალხმა დიდი პატივით გადაასვენა და დაკრძალა იმ ტოსკანურ პატარა ქალაქ პორტო-ერკოლეში,სადაც სიცოცხლის უკანასკნელი ეტაპი განვლო და სადაც განუტევა კარავაჯომ სული.თუკი თავდაპირველად,მიქელანჯელოს საფლავის ქვაც კი არ აღირსეს,ოთხასი წლის გასვლის შემდგომ,იმისათვის,რომ კარავაჯოს საფლავისათვის შესაფერისი ადგილი გამოეძებნათ,ქალაქში არსებულ პარკში მრავალი ხე მოჭრეს და გაანადგურეს.საინტერესოა ისიც,რომ ხელოვანის ნეშთის დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიის მიმდინარეობისას,კარავაჯოს კუბოს თავზე ყვავილების ნაცვლად დაკრძალვის ორგანიზატორებმა განათავსეს ხილით სავსე კალათა.აღნიშნული ფაქტი განპირობებული იყო იმ სიმბოლური გარემოებით,რომ პირველი ნატურმორტი სახვითი ხელოვნების ისტორიაში,სწორედ ასეთი ფორმით გამოსახა თავის უკვდავ ტილოზე – „კალათა ხილით” გენიალურმა იტალიელმა შემოქმედმა.თავის მხრივ კი,სიმბოლურადვე,კალათაში სწორედ ის ხილი ჩააწყვეს,რომელიც კარავაჯოს მიერ შესრულებულ პირვერ ნატურმორტზე იყო გამოსახული. – (ავტორი გენია.ჯი)
კარავაჯოს ნეშთის დაკრძალვა
„კალათა ხილით”