ჟან-ეტიენ ლიოტარი – „ეპიზოდი”

პასტელით ხატვის დიდოსტატი შვეიცარიელი მხატვარი - ჟან-ეტიენ ლიოტარი (1702-1789 წლები) ხშირად აინტრიგებდა ადამიანებს თავისი ეგზოტიკური ჩაცმულობის სტილით.კონსტანტინოპოლში ყოფნის ჟამს კი იგი სულაც აღმოსავლური ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ტანსაცმლით იმოსებოდა. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ,ლიოტარისათვის ყველაზე მეტად დამახასიათებელ თვისებას მაინც ხშირი წვერ-ულვაშის ტარება წარმოადგენდა. 1756 წელს მხატვარმა ხელი სთხოვა ნიდერლანდებში მაცხოვრებელი ფრანგი-პროტესტანტი ვაჭრის ქალიშვილს – მარი ფაერგს.გოგონამ,რომელსაც ძალიან აღიზიანებდა ჟან-ეტიენის ხშირი წვერ-ულვაში,ლიოტარს ქორწინების წინაპირობად სწორედ რომ მისთვის ესოდენ დამახასიათებელ წვერ-ულვაშთან გამოთხოვება წაუყენა.შეყვარებული მხატვარი სატრფოს წინაპირობას დიდი ძალისხმევის შედეგად დაყაბულდა,თუმცა კი,მის მიერ გაპარსულ წვერ-ულვაშს იგი სიცოცხლის ბოლომდე სათუთად ინახავდა სპეციალურ პატარა ყუთში.ის კი არა და, როგორც ვოლტერის წერილებიდან ვგებულობთ,ლიოტარს ეს ყუთი ჯვრისწერის ცერემონიის მიმდინარეობის დროსაც თან ჰქონია. – (ავტორი გენია.ჯი)

წვერ-ულვაშ გაპარსული ლიოტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>