ჯონ ტილოტსონი წერდა…
„გვიხაროდეს,ოდეს ისინი,ვისაც ქვეყნის მართვა ძალუძთ და საამისო მოწოდებაც გააჩნიათ,თანახმა არიან ზიდონ ეს ტვირთი.დიახაც დიდად მადლიერი უნდა ვიყოთ მათი,რამეთუ გაისარჯნენ და მოიკრიბეს მხნეობა,რათა მართონ ქვეყანა და იცხოვრონ სააშკარაოდ; ბედნიერია სოფელი,რამეთუ ჰყავს დაბადებულნი და აღზრდილნი ამა საქმისათვის; ხოლო ეს ჩვეულება უადვილებს მათ,ან გასაძლისს უხდის საქმეს… უპირატესობა,რომელსაც ადამიანებს ანიჭებს მოკრძალებული,განკერძოებული და ჭვრეტით ცხოვრება,ის არის,რომ არაფერი მოაცდენს მათ საქმეს.მათი გონება და გული ერთ საგანზეა მიჯაჭვული და მათი მიდრეკილებების ნაკადი და ძალა მათი ტრფიალისა ერთი გზით მიედინება.მათი ყოველი ფიქრი და სწრაფვა ერთი მიზნისკენაა მიმართული,რაც მათ ცხოვრებას ერთ მთლიანობად და თანამიმდევრობად აქცევს”. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის,ჯონ ტილოტსონი (1630-1694 წლები) – წარმოადგენდა კენტერბერის იმ არქიეპისკოპოსს,რომლის ნაშრომების კითხვითაც,როგორც თავად აღიარებდა,ინგლისურად წერა ისწავლა დიდმა ინგლისელმა დრამატურგმა და პოეტმა – ჯონ დრაიდენმა. – (ავტორი გენია.ჯი)