ფრიდა კალო – „ეპიზოდი”
„დიეგო = ჩემს ქმარს; დიეგო = ჩემს მეგობარს; დიეგო = ჩემს დედას; დიეგო = ჩემს მამას; დიეგო = ჩემს შვილს; დიეგო = „მე”-ს; დიეგო = მთელ სამყაროს”. – ასეთი ჩანაწერი გააკეთა საკუთარ დღიურში გენიალურმა მექსიკელმა ფერმწერმა – ფრიდა კალომ (1907-1954 წლები) თავისი უსაყვარლესი მეუღლის,სახელოვანი მექსიკელი კუბისტი მხატვრისა და მიურალისტის - დიეგო რივერას (1886-1957 წლები) შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) ფრიდა კალოსა და დიეგო რივერას სიყვარულის ისტორია საყოველთაოდ არის ცნობილი,რასაც მის მიერ დღიურში ჩაწერილი ზემოაღნიშნული სიტყვებიც კარგად მოწმობს.ანალოგიური დამოკიდებულება გააჩნდა მეუღლის მიმართ თავად რივერასაც.მას შემდეგ,რაც ფრიდა კალო პნევმონიის შედეგად გარდაიცვალა,იმ მიზნით,რომ საყვარელი და სახელოვანი მეუღლის პირადი ნივთები საზოგადოებრივი კუთვნილება არ გამხდარიყო,ტრაგიზმით სასოწარკვეთილმა დიეგომ ისინი საგულდაგულოდ გადამალა „ცისფერი სახლის” აბაზანაში.მიუხედავად იმისა,რომ რივერა მეუღლის გარდაცვალებიდან სულ რაღაც სამიოდე წელიწადში გამოეთხოვა წუთისოფელს,ფრიდა კალოს პირად ნივთებს მაინც დიდი ხნის მანძილზე არ უნახავს დღის სინათლე.ისინი ფართო საზოგადოებისათვის მხატვარი ქალის გარდაცვვალებიდან მხოლოდ 15 წლის გასვლის შემდეგ გამოფინეს მუზეუმად ქცეულ ფრიდასა და დიეგოს ცნობილ „ცისფერ სახლში”. – (ავტორი გენია.ჯი)
„ცისფერი სახლი”