ალბრეხტ დიურერის ქორწინების ისტორია
„დიურერი გერმანიისათვის არის ის, რაც გოეთეო”, – დღემდე ასე შენიშნავენ გენიალური გერმანელი ფერმწერის, გრაფიკოსისა და გრავიორის - ალბრეხტ დიურერის (1471-1528 წლები) შესახებ, რომლის მოღვაწეობის პერიოდსაც მადლიერმა გერმანელმა ერმა – „დიურერის ეპოქა” უწოდა, ხოლო მისი სახელის უკვდავსაყოფად კი გერმანიაში 1815 წელს დააწესა ყოველწლიური დღესასწაული, სახელწოდებით – „დიურერის დღე”. (ავტორი გენია.ჯი) ევროპაში ოთხწლიანი მოგზაურობის ჟამს ალბრეხტმა სახელოვანი ნიურნბერგელი იუველირი მამისაგან – ალბრეხტ დიურერი უფროსისაგან წერილი მიიღო.იგი ვაჟს კატეგორიულად თხოვდა სამშობლოში დაბრუნებულიყო.მიზეზი ასეთი კატეგორიული მოთხოვნისა ალბრეხტის ქორწინებას და შესაბამისად,მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპს შეეხებოდა.უფროსმა დიურერმა 22 წლის ასაკში მყოფი საკუთარი ვაჟისათვის 15 წლის საცოლე – აგნესა ფრეი თავად შეარჩია.მამის სიჩქარე გამოწვეული გახლდათ იმ გარემოებით,რომ აგნესა მისი მეგობრის,მდიდარი ნიუნბერგელი მექანიკოსისა და რამდენიმე გილდიის მფლობელი კაცის – ჰანს ფრეის ქალიშვილი იყო.არის ცნობები იმის შესახებაც,რომ ალბრეხტის საცოლის შორეულ ნათესავებს წარმოადგენდა ისეთი ცნობილი იტალიელი ბანკირების საგვარეულო,როგორიც გახლდათ – მედიჩები.შესაბამისად,უნგრეთიდან გადმოხვეწილი და გერმანიაში დასახლებული ღარიბი და მრავალშვილიანი დიურერების ოჯახისათვის,რომელთა საგვარეულო გერბზეც ფართოდ გაღებული კარები იყო გამოსახული,მომავალი ქორწინება ერთობ სარფიან მოვლენას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც,რომ ალბრეხტი ძალიან დიდ პატივს სცემდა მამას და აღმერთებდა დედას (რიტრატო დი ბარბარას ჰოპლერს),რაც გახლდათ კიდეც საწინდარი იმისა,რომ მამის თვითნებურ გადაწყვეტილებას მასში არავითარი შინაგანი პროტესტი არ გამოუწვევია. (ავტორი გენია.ჯი) მითუმეტეს იმის ფონზე,რომ არც თავად იცოდა როგორი იყო ფიზიკურად მისი საცოლე და პირიქით,არც აგნესა იცნობდა საქმროს.სწორედ ამ მიზეზით დახატა სპეციალურად და გაუგზავნა დიურერმა გოგონას საკუთარი ავტოპორტრეტი 1493 წელს.ის ავტოპორტრეტი (ზემოთ განთავსებული სურათი),რომელიც დღეისათვის ლუვრის უნიკალურ მოზეუმშია დაცული. 1494 წელს ალბრეხტი სამშობლოში დაბრუნდა და მალევე აგნესა ფრეიზე იქორწინა.ქორწინებამ დიურერების არა მხოლოდ ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესა,არამედ მათ მაღალი სოციალური სტატუსიც შესძინა.მიუხედავად ამისა,მაინც ვერავინ იტვის,რომ ახლადდაქორწინებული წყვილის შემდგომი ცხოვრება ბედნიერი და წარმატებული გამოდგაო. ალბრეხტის უახლოესი მეგობარი, გამოჩენილი გერმანელი ჰუმანისტი – ვილიბალდ პიკრჰაიმერი აღნიშნული საკითხის შესახებ წერდა – „ალბრეხტ დიურერისა და აგნესა ფრეის ცხოვრება ვერ დალაგდა შესაძლოა იმიტომ, რომ მათ თანაცხოვრებაში შვილი არ ჰყავდათ. ან სულაც შესაძლოა, შვილი არ ჰყავდათ იმიტომაც, რომ მათი ცხოვრება ვერ დალაგდაო”. თავად დიურერი ვილიბალდისადმი გაგზავნილ წერილებში ერთობ უხეში ხუმრობებით მოიხსენიებდა საკუთარ მეუღლეს.ერთ-ერთ წერილში კი იგი – „ბებერ ყვავადაც” კი მოიხსენია.როგორც ჩანს,მელანქოლიური ხასიათის მქონე აგნესაც ძალიან გულგრილი იყო ალბრეხტის მიმართ. როგორც ზემოთ ავღნიშნე, ალბრეხტმა და აგნესამ ისე განვლეს თავიანთი დღენი,რომ უშვილოდ გადაეგნენ. ასევე უშვილოდ გადაეგო მხატვრის ორი ძმაც, რის გამოც დიურერების საგვარეულოს შთამომავლობა არ დარჩენია. – (ავტორი გენია.ჯი)
ალბრეხტ დიურერი უფროსი
რიტრატო დი ბარბარა ჰოლპერი
აგნესა ფრეი
ალბრეხტ დიურერი
დიურერების საგვარეულო გერბი