„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„თუ არ არსებობს ღმერთი,ვინც მარადიულ ცეცხლს შემოგიგზნებს, და არც სული არსებობს,რომელიც ცეცხლს მიეცემა,თუ მე მექანიკური სათამაშო ვარ,ხოლო ჩემი მამოძრავებელი ძალა სიცოცხლისათვის ბრძოლაა, – მაშინ სიკეთეს არა ჰქონია ისეთი აზრი,მე რომ მასწავლიდნენ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი მხოლოდ თავის სიამოვნებას ესწრაფვის და მაშინაც კი,როდესაც სხვისთვის თავს სწირავს”.
* * *
„სასარგებლოა ერთნაირად მიეჩვიო ქებასაც და ლანძღვასაც”.
* * *
„არსებობს უმეცარ ადამიანთა მთელი მასა,რომელსაც სურს მცირეოდენი გარჯით მიიღოს ცოდნა”.
* * *
„ძნელი არ არის სხვას ცოდვა შეუნდო,თუ მის ადგილას დადგები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ერთნი ამბობენ,ღმერთმა ბოროტება ჩვენს გამოსაწრთობად დააწესაო.მეორენი ამბობენ,ღმერთმა ბოროტება ადამიანს მისი ცოდვის სასჯელად მოუვლინაო.მაგრამ მე მენინგიტით მომაკვდავი ბავშვიც მინახავს”.
* * *
„ცხოვრება ოცნებაა – ურთიერთდაკავშირებული და თანამიმდევრული,რომელშიც იგი ქმნის მის წინაშე წარმომდგარ საგნებს,ხოლო როდესაც ის ოცნებას შეწყვეტს,ეს სამყარო, – მთელი მისი მშვენიერებით,ტკივილითა და მწუხარებით და წარმოუდგენელი მრავალფეროვნებით, – გაქრება”.
* * *
„ისე უნდა მოიქცე,რომ შენი საქციელი საყოველთაო წესად გადაიქცეს”.
* * *
„ისე ვერაფერს შეცვლი,თუ მთელ სისტემას არ დაანგრევ”.
* * *
„ყველაზე მწვავე საკითხი,რომელიც ჩვეულებრივი კაცის წინაშე დგას,ბოროტების საკითხია”. – (ავტორი გენია.ჯი)