შუა საუკუნეების ფრანკონიაში დამკვიდრებული ერთი უცნაური ტრადიცია
ფრანკონიის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში (გერმანია),მდინარე მაინზე განთავსებულ ბავარიულ ქალაქ – ვიურცბურგში,შუა საუკუნეებში ერთი ფრიად უცნაური ტრადიცია იყო დამკვიდრებული. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდში აღნიშნულ ქალაქს,ისევე,როგორც მის გარეუბნებს,ადგილობრივი ეპისკოპოსი განაგებდა.ფრანკონიის რეგიონის მმართველად ქცეულ ეპისკოპოსს,რომელიც თავადის ტიტულის მატარებელიც იყო,გარდა საეპისკოპოსო კვერთხისა,ხმალიც ჰქონდა წელზე შემორტყმული,როგორც თვალნათელი ილუსტრაცია ფიზიკური ძალაუფლებისა.მარადიული რომ ამქვეყნად უფლის გარდა არავინ და არაფერია,საყოველთაო ჭეშმარიტებაა და, როდესაც ვიურცბურგის ეპისკოპოსი სულს განუტევებდა,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,მის უსულო სხეულს საეპისკოპოსო ტახტზე სვამდნენ,ერთ ხელში ხმალს აჭერინებდნენ,მეორე ხელში – სკიპტრას და სამი დღის განმავლობაში ერთი ეკლესიიდან მეორე ეკლესიაში დაატარებდნენ.ამ უჩვეულო პროცესიის ჟამს ცხედრის გაციებულ სხეულს ტახტზე სხვადასხვა მეთოდებით კი ამაგრებდნენ,მაგრამ თავს,რომელიც გადაადგილებისას ძალიან ირყეოდა,ვერაფერს უხერხებდნენ.ამის გამო,ხელით სატარებელ ტახტრევანზე სპეციალურად იყო მიმაგრებული მსახური,რომელსაც უნდა ეზრუნა,რომ აწგარდაცვლილი ეპისკოპოსს თავზე მორგებული მიტრა ძირს არ ჩამოვარდნოდა.საინტერესოა ის გარემოებაც,რომ დაკრძალვამდე ეპისკოპოსი კვლავაც „ინარჩუნებდა” ძალაუფლებას და შესაბამისად,ისევე „მართავდა” ფრანკონიის რეგიონს,როგორც სიცოცხლის ჟამს. – (ავტორი გენია.ჯი)