კაძან-ტენო – „ეპიზოდი”
ადრეული ეპოქების „ამომავალი მზის ქვეყანაში” – იაპონიაში,ქვეყნის მომავალ იმპერატორებს აღმზრდელები პატარაობიდანვე უნერგავდნენ ბუნების მშვენიერებისადმი დიდ სიყვარულს,სხვადასხვა მეცნიერებებეთან ერთად ამეცადინებდნენ იაპონური კალიგრაფიული ხელოვნების ურთულესი და ულამაზესი ხელოვნების დაუფლებაში,აყვარებდნენ ლიტერატურას,განსაკუთრებით კი – პოეზიას… (ავტორი გენია.ჯი) თუმცა არავითარ შემთხვევაში არ ასწავლიდნენ ცხენით ჯირითს,რადგან მათთვის ცხენზე ჯდომა ყოვლად დაუშვებელ მოვლენად იყო მიჩნეული.იაპონელი იმპერატორები ვალდებულები იყვნენ გადასაადგილებელ საშუალებად დიდებულთა სატარებლად მხრებზე დასადგმელი სპეციალური ტახტრევანი – პალანკინი გამოეყენებინათ. XIX საუკუნეში ქვეყნის მომავალმა იმპერატორმა – მუცუჰიტომ მამასთან გამგზავრება არა პალანკინით,არამედ ცხენზე შემჯდარმა გადაწყვიტა,რამაც თავის მხრივ,დიდი აღშფოთება და დაბნეულობა გამოიწვია დიდებულებში.თუმცა მისმა თავისუფალმა ნებამ საბოლოოდ მაინც დაასამარა საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული უძველესი იაპონური საიმპერატორო ტრადიცია იაპონიაში.აი, X საუკუნეში კი,ის,რაც ეპატია მუცუჰიტოს,არ ეპატია იაპონიის რიგით 65 იმპერატორს – კაძან-ტენოს (968-1008 წლები),რომელიც ქვეყანას 984-986 წლებში მართავდა.ერთადერთი გარემოება,რის გამოც იგი ოფიციალურად იქნა შეშლილად და სულით ავადმყოფად გამოცხადებული,გახლდათ ის,რომ მანაც მუცუჰიტოს მსგავსად დაარღვია იმპერატორებისათვის დადგენილი წესი და ცხენზე მჯდომმა გადაწყვიტა მგზავრობა.საბოლოო ჯამში,სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა სხვა პოლიტიკურ მანიპულაციებთან ერთად მიზეზი იმისა,რომ „შეშლილად” შერაცხილმა კაძან-ტენომ საკუთარი ნებით თქვა უარი „ქრიზანთემას საიმპერატორო ტახტზე” და ბუდისტურ მონასტერში აღიკვეცა ბერად. – (ავტორი გენია.ჯი)
მუცუჰიტო