ფრანც ქსავერ ვოლფგანგ მოცარტი – „ეპიზოდი”
გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორის – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ვაჟი – ფრანც ქსავერ ვოლფგანგ მოცარტი (1791-1844 წლები),რომელიც ქვეყნიერებას მამის გარდაცვალებიდან სულ რაღაც ოთხიოდე თვეში მოევლინა,ძალიან აღაშფოთა იმ ფაქტმა,რომ მისი ქარაფშუტა და ვნებიანი დედა – კონსტანცია ვებერი ხელმეორედ იქნა დაქორწინებული. (ავტორი გენია.ჯი) ვოლფგანგ ამადეუს მოცარტ-უმცროსად წოდებული ფრანცი,რომელსაც მუსიკალურ ასპარეზზე გზა მამის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ანტონიო სალიერიმ გაუკაფა და რომელიც ერთობ ამაყობდა მამის სახელით,მეგობრებთან მუდმივად ჩიოდა,რომ კონსტანციამ თავისი აღვირახსნილი ქმედებით იგი ნამდვილ – „კონკიად” აქცია.გარდა ამისა,შეურაცხყოფილი ვაჟი მუდმივად ჩიოდა იმასაც,რომ მოცარტის გარდაცვალების შემდგომ ცოლი ქმრის საფლავზე მთელი 16 წლის განვალობაში არ იყო ნამყოფი, და როდესაც წასვლა გადაწყვიტა,საფლავსაც კი ვერ მიაგნოო.დედა-შვილს შორის კონფლიქტი იმდენად გამწვავდა,რომ ფრანცი კონსტანციას წლების განავლობაში არ ეკონტაქტებოდა.მოგვიანებით,ამ კონფლისქტს თან დაერთო წარუმატებელი სიყვარულის ისტორია და მამის გენიალური შემოქმედების ჩრდილქვეშ მოქცეული ფრანცის კარიერაც,რომელიც მუსიკის პედაგოგის რანგს ვერ გაცდა.საბოლოო ჯამში,მოცარტის ვაჟს გული მოულბა და დედასთან ურთიერთობები მაინც დაალაგა.ის კი არა და, კონსტანციას სამძიმარიც კი გამოუცხადა მისი ახალი ქმრის გარდაცვალების გამო.თუკი ადრე უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა დედას,ახლა ფრანცი მას „ძვირფასო დედიკოთი” მიმართავდა… მას შემდეგ დედა-შვილს შორის ურთიერთობა აღარ დაძაბულა.
1844 წლის 29 ივლისს,ჩეხეთის ქალაქ კარლოვივარში მყოფი ფრანც ქავერ ვოლფგანგ მოცარტი კუჭის კიბოს საშინელმა სენმა იმსხვერპლა.უშვილძიროდ გადაგებული ავსტრიელი მუსიკოსის საფლავის ქვაზე კი შემდეგი სახის ეპიტაფია იქნა გაკეტებული: „სახელი მისი მამისა,შესაძლოა,ფრანცის საფლავის ეპიტაფიად იქნას გამოყენებული,რადგანაც თაყვანისცემა მამისა მისი ცხოვრების უმთავრეს არსს წარმოადგენდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
კონსტანცია ვებერი