ლეონარდო პიზელი „ფიბონაჩი” – („არაბული ციფრები”-ს წარმოშობის ისტორია)

1202 წელს შუა საუკუნეების ერთ-ერთმა პირველმა დიდმა იტალიელმა მათემატიკოსმა – ლეონარდო პიზელმა (1170-1250 წლები),იგივე – „ფიბონაჩიმ” გამოაქვეყნა თვისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშორმი (წიგნი),სახელწოდებით – „Liber abaci”,რომლიდანაც ევროპელებს დეტალურად გააცნო არაბული საანგარიშო სისტემა და პირველად მიაწოდა ციფრი – „ნული”-ს არსებობის შესახებ ინფორმაცია. (ავტორი გენია.ჯი) წიგნის ავტორმა შესანიშნავად უწყოდა,რომ თავად არაბები სანსკრიტული ციფრებით სარგებლოდნენ,მაგრამ მიუხედავად ამისა,აღნიშნულ ციფრებს რატომღაც მაინც – „არაბული ციფრები” უწოდა (ასევე მოიხსენიებენ დღემდე).ოფიციალურად დადასტურებული ფაქტია,რომ არაბებმა ციფრების არსებობის შესახებ ინფორმაცია სანსკრიტულ ენაზე დაწერილი უძველესი ინდური რელიგიური ჰიმნებიდან – „რიგ-ვედები”-დან მიიღეს.შესაბამისად, „არაბული ციფრები”,სინამდვილეში „სანსკრიტული ციფრები” გახლავთ…

ახლა კი გაგაცნობთ ციფრების სახელწოდებებს სანსკრიტულ ენაზე,რომელთაც ლეონარდო პიზელის უშუალო დამსახურებით,დღეისათვის „არაბულ ციფრებად” მოვიხსენიებთ:

ციფრი 0 – „შუნია” – „სიცარიელე”, „არარსებული”;

* * *

ციფრი 1 – „ეკა” – სანსკრიტულ ენაზე „მარტოხელას”, „ერთადერთს” აღნიშნავდა და გამოიყენებდნენ,როგორც სიმბოლოს უმაღლესი ზეარსებისა; – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

ციფრი 2 – „დვა” – სანსკრიტულ ენაზე აღნიშნავდა „ორმაგს”;

* * *

ციფრი 3 – „ტრე” – აღნიშნავდა „სამმაგს” ან შესაძლოა მოხსენიებული ყოფილიყო,როგორც „სამჯერადი”; (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა,ტრიტა აპტია წარმოადგენდა ინდური მითოლოგიის ჭექა-ქუხილის ღმერთის ღვთაებრიობის ერთიანობას (ქრისტიანულ რელიგიაში სამების მსგავსი);

* * *

ციფრი 4 - „ჩატურა” – აღნიშნავდა „მეოთხეს”;

* * *

ციფრი 5  – „პანჩა” – პანჩა ჯანა გახლდათ ადამიანთა ხუთი რასის აღმნიშვნელი სიმბოლო;

* * *

ციფრი 6 - „შაში” – იგივე „მეექვსე”;

* * *

ციფრი 7 - „საპტა” – „შვიდჯერ”.აღინიშნებოდა,როგორც არარეალური,შეუძლებელი ერთ კვირაში შვიდი პარასკევის არსებობის მსგავსად;

* * *

ციფრი 8 – „ასტა” – „რვიანი”; ასტა = „რჩება”;

* * *

ციფრი 9 – „ნავა” – ცხრა,გამოიენებოდა,როგორც ახალი ციკლის დასასრულისა და დასაწყისის სიმბოლო.გააჩნდა რელიგიური დატვირთვაც;

* * *

ციფრი 10 – „დაშა” ან შესაძლოა – „დაშატა” – ითარგმნება,როგორც – „სამსახური”, „სადარაჯოზე”.ძველი ინდოელი ქურუმები,ანგისარები 10 თვის განმავლობაში მსახურობდნენ და გალობდნენ ჰიმნებს;

* * *

ციფრი 20 – „დვი ცატი” - ოცი;

* * *

ციფრი 30 – „ტრინ სატი” – ოცდაათი;

* * *

ციფრი 100 – „შატი” – „დრო”. და ასე შემდეგ… – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>