არტემიზია ჯენტილესკი – „ეპიზოდი”
საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ სახვითი ხელოვნების ისეთ მექაში,როგორიც იტალიაა, XVII საუკუნეში,იმ მანდილოსნებისათვის,რომელთათვისაც მხატვრობა უმთავრეს შემოქმედებით მოტივაციას წარმოადგენდა,ნორმალურ პირობებში ცხოვრება ძალიან რთულ და შეიძლება ითქვას,გაუსაძლის მოვლენასაც კი წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) მხატვარ-ქალებს იტალიელები ეჭვის თვალით უყურებდნენ,ხოლო მათ შემოქმედებას კი გულგრილად ეკიდებოდნენ და იგნორირებას უკეთებდნენ.მათ კატეგორიულად ეკრძალებოდათ არა მხოლოდ კერძო კონტრაქტების დადება,არამედ ხატვისათვის საჭირო საღებავების ყიდვაც კი.იმ შემთხვევაში,თუ მხატვარი-ქალი ტილოზე მამაკაცის შიშველ სხეულს გამოსახავდა,ამორალური საქციელისათვის სულაც ასამართლებდნენ და ციხეში სვამდნენ.ამ დისკრიმინაციულ პრაქტიკას ლეონარდო და ვინჩის,მიქელანჯელოს,ტიციანის,რაფაელის,ბოტიჩელისა და სხვა ბუმბერაზთა სამშობლოში ბოლო მოუღო ერთობ ტრაგიკული ბედის მქონე გენიალურმა იტალიელმა მხატვარმა ქალმა – არტემიზია ჯენტილესკიმ (1593-1653 წლები),რომლის უბადლო შემოქმედების წინაშე თვით იტალიელებმაც კი მოიხარეს ქედი.სწორედ არტემიზია გახლდათ ის პირველი იტალიელი მანდილოსანი,რომელსაც ევროპაში პირველი სამხატვრო აკადემიის – „ფლორენციის სახვითი ხელოვნების აკადემიის” წევრობის პატივი დასდეს.- (ავტორი გენია.ჯი)
არტემიზია ჯენტილესკის გენიალური შემოქმედება