Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„სისულელე იქნება,თუ ავღნიშნავთ,რომ ქვეყანაზე ცხოვრება უფრო უკეთესი გახდა,ვიდრე წარსულში იყო,ხოლო ადამიანთა უმეტესობის ხვედრი,რაც უნდა ცუდი იყოს,მაინც წინანდელივით საშინელი არ არის.კაცმა შეიძლება იფიქროს,რომ ცოდნის გავრცელება,მრავალი სასტიკი ცრურწმენისა და დრომოჭმული პირობითობის უკუგდება,ლმობიერების გრძნობის გაღვივება მოსპობს ბევრ ბოროტებას,რაც ადამიანს დღემდე სტანჯავს.მაგრამ მრავალი სიავე კვლავაც განაგრძობს არსებობას.ჩვენ ბუნების სათამაშონი ვართ.მიწისძვრები კვლავაც დაანგრევენ ყველაფერს, გვალვა დაღუპავს ჭირნახულს, მოულოდნელი წყალდიდობა წალეკავს ადამიანის ხელით საგულდაგულოდ ნაშენებს; ადამიანური უგუნურება,ვაგლახ,კვლავაც გაანადგურებს ერებს ომით.კვლავ დაიბადებიან სიცოცხლისათვის შეუმზადებელი ადამიანები,ვისთვისაც ცხოვრება მძიმე ტვირთი იქნება.ვიდრე ერთი ძლიერია,ხოლო მეორე – სუსტი,სუსტს კედელზე მიასრესენ.ვიდრე ადამიანებს მისჯილი ექნებათ საკუთრების გრძნობა,ისინი ხელიდან გამოჰგლეჯენ ყველაფერს იმას,ვინც უძლურია და ხელის მოჭერის უნარი არ შესწევს.ვიდრე ადამიანს საკუთარი უფლებების დაცვის ინსტიქტი გააჩნია,იგი სხვათა უბედურებას დაეყრდნობა.ერთი სიტყვით,ვიდრე ადამიანი ადამიანია,უნდა მზად იყოს აიტანოს ყველა უბედურება,რისი ატანაც კი შეუძლია.ბოროტებას ახსნა არა აქვს.მას უნდა შევხედოთ,როგორც სამყაროს წესრიგის აუცილებელ ნაწილს.მისი უგულებელყოფა ბავშვობაა,მასზე მოთქმა კი – უაზრობა”. – (ავტორი გენია.ჯი)