როგორ შეშალა ჭკუაზე უიღბლო სიყვარულმა იგორ კოკოშკა?
ჩეხური წარმომავლობის მქონე დიდი ავსტრიელი მხატვარი და მწერალი – იგორ კოკოშკა (1886-1980 წლები) ავსტრიელი ქალის – ალმა-მარია მალერ-ვერფელისადმი (1879-1964 წლები) განუზომელმა სიყვარულმა,შეიძლება თამამად ითქვას,რომ სრულ შეშლილობამდე მიიყვანა. (ავტორი გენია.ჯი) აქვე შევნიშნავ იმასაც,რომ ავსტრიული კულტურული წრეებისათვის ეგზომ ცნობილი ქალბატონი,რომელიც აქტიურად იყო ჩართული ხელოვნებასა და ლიტერატურულ მოღვაწეობაში,თავის დროზე ისეთი სახელოვანი ადამიანების მეუღლესა და თანამგზავრს წარმოადგენდა,როგორებიც გახლდნენ გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორი – გუსტავ მალერი, გამოჩენილი ავსტრიელი დრამატურგი – ფრანც ვერფელი და სახელოვნებო სკოლის – „ბაუჰაუზის” ფუძემდებელი დიდი გერმანელი არქიტექტორი – ვალტერ გროპიუსი.ამ ულამაზესი და გრაციოზული ქალისადმი სიყვარულმა უკიდურესად დაიპყრო იგორ კოკოშკაც.იგი საყვარელმა ქალმა არა მხოლოდ ზეშთაგონებამდე,არამედ სრულ სიგიჟემდე და სასოწარკვეთილებამდეც კი მიიყვანა.მხატვარი ალმა-მარიას ასეულობით წერილს წერდა და დაუღალავად ხატავდა მის სურათებს.მას შემდეგ,რაც ხელოვანმა 1913-1914 წლებში თავისი პირველი შედევრი – „ქარის პატარძალი” დახატა,სახელოვანმა ავტრიელმა ლამაზმანმა იგი მიატოვა,რადგან ალმა-მარია კოკოშკას განსაკუთრებულმა და შმაგმა სასიყვარულო გრძნობამ ერთობ დააფრთხო. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის,რომ ღრმა დეპრესიის შემოტევებისაგან როგორმე თავი დაეხსნა,უკიდურესად სასოწარკვეთილი მხატვარი საომრად პირველ მსოფლიო ომში ჩაერთო,სადაც იგი მძიმედ დაიჭრა და ტყვედაც ჩავარდა,თუმცა-კი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს… მიუხედავად ამისა,ალმა-მარია მხატვარმა მაინც ვერაფრით მისცა დავიწყების მორევს.
სამშობლოში დაბრუნებულმა ხელოვანმა 1919 წელს მიუნხენელ მხატვარს – გერმინ მოოსს ალმა-მარიას სურათის ასლის მიხედვით საყვარელი ქალის ნატურალური ზომების მქონე თოჯინის დამზადება შეუკვეთა.თოჯინას,რომელიც მხატვრის წარმოდგენაში ავსტრიელ ლამაზმანს განასახიერებდა,კოკოშკამ ახალი კაბები,სუნამოები და საცვლებიც კი უყიდა.საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ აღნიშნული თოჯინა კოკოშკას მუდმივ თანამგზავრადაც იქცა ვენის მაღალი საზოგადოების უხვ შეკრებებზე: თოჯინა ყოველთვის მხატვრის გვერზე იკავებდა საპატიო ადგილს წვეულებებზე,საოპერო წარმოდგენებისას ლოჟაში და ისე ესაუბრებოდა,თითქოს ცოცხალი ადამიანი ყოფილიყო.ბოროტი ენები იმასაც კი ამბობდნენ,რომ უიღბლო სიყვარულისაგან ჭკუაზე გადასული მხატვარი სარეცელს თოჯინასთან იყოფდაო.მას შემდეგ,რაც კოკოშკამ შეიტყო,რომ მისმა საყვარელმა ქალმა ახალი სასიყვარულო რომანი გააბა,განრისხებულმა მხატვარმა თოჯინას თავი მოჰკვეთა და საბოლოოდ ამოირეცხა გულიდან ავსტრიელი ლამაზმანის სიყვარული. – (ავტორი გენია.ჯი)
ალმა-მარია მალერ-ვერფელი
იგორ კოკოშკას შედევრი – „ქარის პატარძალი”,სადაც ასახულია თავად ტილოს ავტორი და ალმა-მარია