რა ამაზრზენ დანაშაულში დასდეს ბრალი ლეონარდო და ვინჩის?
1476 წლის 9 აპრილს, 24 წლის ასაკში მყოფი გენიალური იტალიელი მხატვარი,არქიტექტორი და სწავლული – ლეონარდო და ვინჩი (1452-1519 წლები) ძალიან უსიამოვნო სკანდალში გაეხვა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ წელიწადს ანონიმმა ავტორმა იტალიელი ბუმბერაზი ხელოვანი და სამი მისი მეგობარი ფლორენციის რატუშაში დაასმინა და ისინი უმძიმეს ცოდვაში – „აქტიურ სოდომიაში” ანუ,იგივე ჰომოსექსუალიზმში დაადანაშაულა.ანონიმი ავტორი ფოსტით გაგზავნილი წერილით ფლორენციის რატუშის თანამშრომლებს ამცნობდა,რომ და ვინჩმა სამ მეგობართან ერთად ძალა იხმარა 17 წლის მოზარდ ბიჭზე – ჯაკოპო სალტარელიზე,რომლის სახელიც თავის მხრივ,რატუშის თანამშრომლებისათვის უკვე ცნობილი იყო,რადგან რამდენიმე ხნით ადრე იმავე ბრალდებით (ჯაკოპოზე ძალადობისათვის) სხვა ადამიანიც იქნა გასამართლებული.ამ უმძიმესი და ამაზრზენი დანაშაულის სავარაუდო ჩადენისათვის და ვინჩი და მისი არისტოკრატი მეგობრები დააპატიმრეს და ციხეში გამოკეტეს,სადაც ორი თვის განმავლობაში მოუხდა ყოფნა.ორთვიანი პატიმრობის გასვლის შემდეგ მხატვარი მეგობრებთან ერთად გაამართლეს და ციხიდან გაანთავისუფლეს,რადგან ბრალმდებლებმა სასამართლოს წინაშე ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი ახალგაზრდების მიერ ჩადენილი დანაშაულისა.მიუხედავად გამართლებისა,ლეონარდოს რეპუტაცია ფლორენციაში მაინც ძალიან შეილახა.საგრძნობლად იკლო შეკვეთების რაოდენობამაც.ამ უსიამოვნო სკანდალის ჩრდილიდან და ვინჩიმ მხოლოდ მას შემდეგ დაიხსნა თავი,რაც იგი მილანში,ლუდოვიკო სფორცას სასახლის კარზე გაემგზავრა სამუშაოდ.
ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ აღნიშნულ ეპიზოდს მისი ცხოვრებიდან,ლეონარდო არასოდეს იხსენებდა სხვებთან თანდასწრებით და მის შესახებ არც რაიმე სახის ჩანაწერი დაუტოვებია დღიურში.შეიძლება თამამად ითქვას: რომ არა მისი უტყუარი უდანაშაულობა,ამ ბუმბერაზ ხელოვანს ინკვიზიციის კოცონზე მოუხდებოდა სიცოცხლის დასრულება,რითაც კაცობრიობა უდიდეს საგანძურს გამოეთხოვებოდა სამუდამოდ. – (ავტორი გენია.ჯი)