ფრანსუა მაკარი – „ეპიზოდი”
საფრანგეთის არმიის გენერალმა და სამხედრო მწერალმა – ჟან-ბატისტ ანტუან მარსელინ დე მარბომ,რომელმაც განსაკუთრებით სახელი გაითქვა ნაპოლეონის ომების შესახებ დაწერილი მეტად მნიშვნელოვანი ისტორიული ჟანრის მემუარებით,ფრანგული არმიის დივიზიის გენერლისა და კოლორიტული პერსონის – ფრანსუა მაკარის (1738-1801 წლები) შესახებ ერთი ძალიან საინტერესო ცნობა შემოგვინახა. (ავტორი გენია.ჯი) ბონაპარტის მიერ წარმოებული ყოველი ბრძოლის დაწყების წინ,ფრანგი გენერალი მაკარი,საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი დივიზიის წინ ცხენით გაიჯირითებდა და შემდეგ მრძოლის დაწყების წინა ეიფორიაში მყოფი ჯარისკაცებს შესძახებდა: „შეხედეთ,ახლა მე ცხოველი გავხდები!” – წარმოთქვამდა თუ არა გენერალი აღნიშნულ სიტყვებს,ამინდის მიუხედავად,იგი უმალვე გენერლის მუნდირს გაიხდიდა,წელს ზემოთ გაშიშვლდებოდა,თავის ბანჯგვლიან გულ-მკერდს გამოაჩენდა და ასე უცნაური ფორმით ერთვებოდა კავალერისტების მიერ წამოწყებულ შეტევაში. – (ავტორი გენია.ჯი)