„ჟენევის კონვენცია” – (ეპიზოდი)
როგორც ცნობილია, 1864 წელს რიგი სახელმწიფოების მიერ საერთაშორისო-სამართლებლივი მოლაპარაკების გზით მიღებული იქნა პირველი -„ჟენევის კონვენცია”,რომლის ერთ-ერთი პუნქტი მეომარ მხარეებს კატეგორიულად უკრძალავდა ბრძოლის მიმდინარეობის დროს მოწინააღმდეგისათვის ხიშტის მუცელში ჩარტყმას და ამ ულმობელი მეთოდით მტრის მწყობრიდან გამოყვანას. (ავტორი გენია.ჯი) უპირველეს ყოვლისა,აღნიშნული პუნქტი ეხებოდა რუსეთის არმიას,რადგან სწორედ რუსეთის არმია იყო იმ პერიოდისათვის ყველაზე მასიურად ხიშტებით შეიარაღებული.თუმცა საინტერესოა ის ოდიოზური გარემოება,რომლის თანახმადაც,იგივე „ჟენევის კონვენცია”,რომელიც უცილობლად უნდა შევნიშნოთ,რომ თავდაპირველად ერთობ დაუხვეწავი საერთაშორისო ხელშეკრულება იყო,ალტერნატიულ ვარიანტად ერთმანეთთან მეომარ მხარეებს სთავაზობდა ხიშტის გულ-მკერდში ჩარტყმით გამოეყვანათ მწყობრიდან მტრის ჯარისკაცები. – (ავტორი გენია.ჯი)